ლუის ენრიკე სპალეტის შესაცვლელად მზადაა

AutoSharing Option

მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, ალბათ, სეზონის დასრულებისთანავე "ნაპოლის" დატოვებს. სახელდება მისი რამდენიმე შესაძლო შემცვლელი, რომელთა შორის ესპანელი ლუის ენრიკეა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ლუის ენრიკეს "ჩელსი" იწვევდა, მაგრამ პროექტი არ მოეწონა და უარი უთხრა. მას "ნაპოლიში" მუშაობა უნდა.
ლუის ენრიკეს "რომაში" მოღვაწეობის პერიოდიდან იტალია ძალიან უყვარს, იქ ბევრი მეგობარი ჰყავს და ხშირად ჩადის მათ მოსანახულებლად. ის თვლის, რომ სერია A-ში ცოტა ხანი მოუწია საქმიანობა და დაბრუნება სურს.

ლუის ენრიკე ჯერ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ დაკავშირებია.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკემ ესპანეთის
ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და უმუშევარია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე ცუდი ვარიანტია. რამდენადაც კარგი საყრდენი იყო იმდენად საპირისპირო მწვრთელია. გატუზო და ენრიკე ერთი კალიბრია, უძრრაობა მწვრთნელები:))
rable
20:44 24-05-2023
16
ცუდი არააა , მაგრამ უფრო სხვას ვისურვებდი ვიდრე ლუის ენრიკეს, აი კვარას რომ ინდივიდუალურად მიუდგება უფრო აი ეგეთს
ნზ
19:52 24-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული