მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, ალბათ, სეზონის დასრულებისთანავე "ნაპოლის" დატოვებს. სახელდება მისი რამდენიმე შესაძლო შემცვლელი, რომელთა შორის ესპანელი ლუის ენრიკეა.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ლუის ენრიკეს "ჩელსი" იწვევდა, მაგრამ პროექტი არ მოეწონა და უარი უთხრა. მას "ნაპოლიში" მუშაობა უნდა.
ლუის ენრიკეს "რომაში" მოღვაწეობის პერიოდიდან იტალია ძალიან უყვარს, იქ ბევრი მეგობარი ჰყავს და ხშირად ჩადის მათ მოსანახულებლად. ის თვლის, რომ სერია A-ში ცოტა ხანი მოუწია საქმიანობა და დაბრუნება სურს.
ლუის ენრიკე ჯერ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ დაკავშირებია.
შეგახსენებთ, ლუის ენრიკემ ესპანეთის
ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და უმუშევარია.