სპალეტი: ხანდახან განშორება ძალიან დიდი სიყვარულის გამო ხდება

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" თავკაც ლუჩანო სპალეტის კოვერჩიანოში იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს. სპალეტიმ თქვა, რომ დასვენებას საჭიროებს, უნდა, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და თავის პატარა ქალიშვილ მატილდას. მას აგრეთვე ორი ვაჟიშვილი ჰყავს: სამუელე და ფედერიკო.

"ხანდახან განშორება ძალიან დიდი სიყვარულის გამო ხდება. "ნაპოლი" მეტს იმსახურებს, მე კი ამისთვის მზად არ ვარ. რამდენიმე კვირის წინ დე ლაურენტისს ვუთხარი, რომ ერთწლიანი შვებულება მჭირდება. მიხარია, რომ მან ეს გუშინ თქვა. ესაა რეალობა", - განაცხადა სპალეტიმ.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს გასვლა
შეეძლოთ, მაგრამ გუნდს ხელი ლეგიონერების ნაკრებებში გამგზავრებამ შეუშალა, საიდანაც ისინი დაღლილები ბრუნდებოდნენ და აღდგენას ვერ ასწრებდნენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი ღირსეული პიროვნება ყოფილა სინიორ სპალეტი.მწრვთვნელი რომ უმაღლესია იტალიის უპირობო ჩემპიონობით დაამტკიცა.ოჯიხიც რა ლამაზი ყოლია.ღმერთი გფარავდეს ქართველების გახარებისთვის.ბოდიშს გიხდი დაუნახავი და ფეხბურთის უცოდინარი ზოგიერთი ქართველის გამო.
bravo mister
21:42 30-05-2023
0
კომენტარებზე მეცინება.მხოლოდ იმას შეუძლია ასეთი სისულელე დაწერო სპალეტიზე ვისაც ბურთი საერთოდ არ გაუგორებია.
ვა რა დონეა
21:30 30-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული