სპალეტი: ხანდახან განშორება ძალიან დიდი სიყვარულის გამო ხდება

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" თავკაც ლუჩანო სპალეტის კოვერჩიანოში იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს. სპალეტიმ თქვა, რომ დასვენებას საჭიროებს, უნდა, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და თავის პატარა ქალიშვილ მატილდას. მას აგრეთვე ორი ვაჟიშვილი ჰყავს: სამუელე და ფედერიკო.

"ხანდახან განშორება ძალიან დიდი სიყვარულის გამო ხდება. "ნაპოლი" მეტს იმსახურებს, მე კი ამისთვის მზად არ ვარ. რამდენიმე კვირის წინ დე ლაურენტისს ვუთხარი, რომ ერთწლიანი შვებულება მჭირდება. მიხარია, რომ მან ეს გუშინ თქვა. ესაა რეალობა", - განაცხადა სპალეტიმ.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს გასვლა
შეეძლოთ, მაგრამ გუნდს ხელი ლეგიონერების ნაკრებებში გამგზავრებამ შეუშალა, საიდანაც ისინი დაღლილები ბრუნდებოდნენ და აღდგენას ვერ ასწრებდნენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს კი გახდა საუკეთესო მაგრამ ხვიჩას ხელი შეუშალა საუკეთესო გამხდარიყო, როცა ხვიჩა თავის თამაშს თამაშობდა და გოლებს და ასისტებს აგროვებდა ლანძღავდა და როცა საბოლოოდ დაიმორჩილა და აუტის ხაზს მიაბა ახლა აქებს, ყველა საღად მოაზროვნე ხვდება რომ ჩემპიონობა ხვიჩამ და კიმმა მოიგეს, დანარჩენები კი შარშანაც იყვნენ მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, ძნელია ხვიჩასთვის, როცა მთელი გუნდი ოსიმენზე თამაშობს რაიმე წარმატების მიღწევა. ჩვენ ხომ ვიცით რომ მთავარი გმირი ხვიჩაა, დაუფასებელი გმირი, ოსიმენი კი საშუალო აფრიკელი ნაგლი ფორვარდია, როგორებიც საკმაოდ ბევრია ნებისმიერ ევროპულ გუნდში, მომავალი გამოაჩენს ვინ ვინაა. წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს, ჩვენ ქსრთველებმა უნდა დავაფასოთ ჩვენი მარგალიტი თუარა სხვები თავისას დააყენებენ წინ. გულს ნუ გაიტეხ ხვიჩა! ყველა ნამდვილ ქართველს უყვარხარ და გაფასებს, შენ ჩვენი ჩემპიონი ხარ!...
ელგუჯა
21:40 29-05-2023
5
აჰაა დააბრალა ეხლა ნაკრებებს ! მთელი ჩემპიონატი და ლიგის თამაშები ერთი ტაქტიკით რომ ათამაშა გუნდი იმ ტაქტიკას სერია ა ს კი არა ნებისმიერი მწვრთნელები გაშიფრავდნენ და გაშიფრეს კიდევაც ბოლო 2 თვე ინერციიტ მიდიოდა გუნდი და ამხელა მარაგი რომ არ შეექმნათ სამეულშიც ვერ შებიდოდნენ ასეთი თამაშით ! იგივე მოხდა ლიგის თამაშებშიც მილანთან მე მგონია რომ დიდი არაფერი მჭვრთნელი ეგ არაა და კვარა-ოსიმენი-ლობოტკა-კიმი რომ არ ყოლოდათ სამეულში კი არა ათეულშიც ვერ შევიდოდნეენ !
zura222
21:18 29-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული