11:36 05-06-2023
"ღმერთიც კი ტირის" - ზლატანი ფეხბურთიდან თავის სტილში წავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
"ამ დილით გავიღვიძე, წვიმდა და ვთქვი: "ღმერთიც კი ტირის". ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 10 დღის წინ მივიღე.
სამწუხაროა, რომ არ მომეცა საშუალება, კარიერა მოედანზე დამესრულებინა.
ხვალიდან თავისუფალი კაცი ვიქნები. ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი იხსნება. ვამაყობ, რომ ასეთი გრძელი კარიერა მქონდა", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზედ თამაშის წინ,კვლავ რომ მიიღო ტრავმა,სიმართლე გითხრათ,ველოდებოდი,რომ ხელს ჩაიქნევდა და დანებდებოდა,თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და კიდევ უფრო დავაფასე,ესე იგი,კიდევ ჰქონდა იმედი,რომ შესძლებდა აღდგენას.ეტყობა დარწმუნდა,რომ ეს შეუძლებელია.არასოდეს მომწონდა მისი ქცევის მანერა,მოედანზე და მის გარეთ,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია,მისი როგორც დიდი ფეხბურთელის და პიროვნების დაფასებაში.აღტაცებული ვარ იმით,რადაც ის მოედანზე აკეთებდა,როგორც ფეხბურთელი.ის არავის ჰგავდა და შეუძლებელ რამეებს,ისე აკეთებდა,თითქოს ჩვეულებრივი ყოფილიყოს.მათ შორის.ჩვენი ნაკრების კარში გატანილი გოლის დროს,მის მიერ გაკეთებული,შეუძლებელი საგოლე პასიც შედის.მადლობა ყველაფრისათვის,იბრაკადაბრა!
29
2
არასდროს არ მიყვარდა ეს კაცი ამ თავისი ქედმაღლობის და ამპარტავნების გამო. როგორც ფეხბურთელი კი დიდი და ნიჭიერი იყო, მაგრამ როგორც პიროვნება დიდი ვერაფერი. მიდიხარ და წესიერად მაინც წადი, ამ უაზრო განცხადებების გარეშე.
16
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული