კიმი წავიდა, ზელინსკიც ჩემოდნებზეა - "ნაპოლიში" მომავალი სეზონისთვის ბევრი კითხვის ნიშანია

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, სადაც "ნაპოლიმ" "სამპდორია" 2:0 დაამარცხა, "პარტენოპეის" მცველი კიმ მინ-ჯე თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

მან ბარგი უკვე ჩაალაგა და კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძობს, რომელიც მის გამოსასყიდ თანხას იხდის.

Gazzetta Dello sport-ი წერს, რომ "ნაპოლიდან" მიდის პიოტრ ზელინსკიც, რომელსაც ახალი კონტრაქტი არ გაუფორმეს და გასამრჯელოც არ გაუზარდეს, მის შემცვლელად კი ლაზარ სამარზიჩი სახელდება.

ჯერ კიდევ უცნობია ვიქტორ ოსიმენის ბედი, რომლის დამატებაც არაერთ ტოპ-კლუბს სურს. კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსში" გადასვლასთანაა ახლოს და ჯერ კიდევ
გაუგებარია, ვინ იმუშავებს გუნდის ტრანსფერებზე.

"პარტენოპეი" ახალი მწვრთნელის ძიებაშიცაა. საინტერესოა, რომ უკვე 20-მდე სპეციალისტის გვარი დასახელდა, ბოლო დროს კი ყველაზე რეალური "ფიორენტინას" ამჟამინდელი მენეჯერის, ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტი მოჩანს.

მოკლედ, "ნაპოლიში" ჯერ ბევრი კითხვის ნიშანია და იმედია, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდისთვის ყველაფერი კარგად დალაგდება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ისევ საშუალო დონის გუნდი გახდება ტაც აქამდე იყო და მოუწევტ კიდე 30 წელი ჩემპიონობაზე ოცნება
9
ლუის ენრიკეს გარდა ისეთი უნიათო მწვრთნელები სახელდება, რომ გული შეგიღონდება. ამათ ხელში განწირულია ნაპოლი მომავალ სეზონში
gega
21:32 06-06-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული