"იუვენტუსმა" სუპერლიგის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და ამის თაობაზე "რეალსა" და "ბარსელონას" აცნობა.
ცნობილი იყო, რომ ეს ნაბიჯი "იუვენტუსმა" უეფას მხრიდან ზეწოლის შედეგად გადადგა. As-ის მტკიცებით, ტურინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ "რეალს", "ბარსელონას" და სუპერლიგის სხვა დამფუძნებლებს წერილი გაუგზავნა, რათა მათ მიერ პროექტის რეალიზაციაზე უარის თქმა განიხილონ.
სკანავინომ აღნიშნა, რომ "იუვეს" ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო უეფა ევროტურნირებიდან სამი წლით მოკვეთით ემუქრება.
სუპერლიგის წარმომადგენლები (პროექტში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დარჩნენ) შოკირებული არიან უეფას ზეწოლით და თავიანთი ინტერესების დაცვას აპირებენ.
სუპერლიგის წარმომადგენლები (პროექტში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დარჩნენ) შოკირებული არიან უეფას ზეწოლით და თავიანთი ინტერესების დაცვას აპირებენ.