"ნაპოლის" მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელად 59 წლის ფრანგი რუდი გარსია დანიშნეს.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გუნდს რუდი გარსია ჩაიბარებს, რომელთანაც ბოლო 10 დღეში კომუნიკაცია ჰქონდა, კარგად მიიღებენ და მასთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევენ.

კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

რუდი გარსია "ნაპოლიში" ლუჩანო სპალეტის შეცვლის, რომელიც ერთი სეზონი დაისვენებს.

რუდი გარსია ადრე "სენტ-ეტიენის", "დიჟონის", "ლე მანის", "ლილის", "რომას", "მარსელის", "ლიონის" და "ალ ნასრის" (რომლის ღირსებას რონალდო იცავს) თავკაცი იყო.

მისი ხელმძღვანელობით "ლილმა" 2010/11-ის სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, "მარსელი"
კი 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აი აქამდე არაფერს ვამბობდი მარა მართლა დავრწმუნდი რო 1 წელიც მაქსიმუმი აჩვენოს და წავიდეს უნდა ხვიჩა ნაპოლიდან ეს უკვე სასცილოა, ტიპი რომელიც ალ ნასრიდან გამოაგდეს მოგყავს სკუდეტოს მფლობელი და ჩ ლიგის მონაწილე გუნდის მწვრთნელად. ვინც კი იყო დასახელებული ყველა ჯობდა ამას. კონტეც, გალტიეც, ლუის ენრიკე...
nedved
23:27 15-06-2023
2
მოკლედ: - თქვენი ინფორმაციები საერთოდ ჭორის დონეზეა - ყოცაღ!!!!!!!!
აკი ისაო, აკი ესაო. რასაც გაიგებთ ეგრევე .... საიტზე, იმიტომ, რომ პატივს არ სცემთ - პირველ რიგში თქვენს თავს!
ვაჟა მასწ.
23:20 15-06-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული