რატომ ჩააბარეს "ნაპოლი" რონალდოს "რჩევით" "ალ ნასრიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელად რუდი გარსიას დანიშვნა სრული მოულოდნელობა იყო. გუშინ დილით "ეკიპმა" დიდის ამბით გვაუწყა, რომ ნეაპოლურ გუნდს პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი კრისტოფ გალტიე ჩაუდგებოდა სათავეში და დეტალებიც გაახმაურა. ფრანგულმა გამოცემამ წერილი პირველ გვერდზე დიდი სურათით გამოაქვეყნა, რომელზეც გალტიე "ნაპოლის" ემბლემის ფონზე იყო გამოსახული. იმავეს ირწმუნებოდა "გაძეტა დელო სპორტი". "რეპუბლიკა" კი წერდა, რომ გალტიეს დანიშვნას ოფიციალურად რამდენიმე საათში გამოაცხადებდნენ.

Sportall.Ge

და რამდენიმე საათში "ნაპოლის" დამრიგებლად 59 წლის რუდი გარსია მოგვევლინა. ამ ამბავმა იტალიაში ბევრი გააკვირვა და დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ Calciomercato-სთან
სიტუაცია განმარტა. მისი თქმით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს თავიდან არჩევანი ლუის ენრიკეზე ჰქონდა გაკეთებული, სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო და ორი ბონუსი შესთავაზა, რაც მისგან წარმოუდგენელი გულუხვობა გახლდათ, მაგრამ ესპანელმა უარით გაისტუმრა. ამის შემდეგ აურელიო გალტიეს დაუკავშირდა და თითქმის მოელაპარაკა. "პარი სენ ჟერმენის" თავკაცის ხელფასი 4.5 მილიონი უნდა ყოფილიყო (პლუს, ბონუსი). თუმცა, საბოლოოდ, დე ლაურენტისმა არჩევანი იმ სპეციალისტზე გააკეთა, რომელიც უფრო დაბალ ანაზღაურებაზე დათანხმდა - რუდი გარსიას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და გასამრჯელოდ 2.7 მილიონი დაუნიშნა - პლუს, ბონუსს წარმატების მიღწევის შემთხვევაში მიიღებს. ის სამუშაოს 1-ელი ივლისიდან შეუდგება. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლიში" თავის სამწვრთნელო შტაბს მიიყვანს. მასთან ერთად იქნება სტეფან ჟობერი, რომელთან ერთადაც "მარსელსა" და "ალ ნასრში" მუშაობდა.

პედულა დასკვნის სახით აცხადებს, რომ დე ლაურენტისის მხრიდან ძალიან ბევრ შეუსაბამობას ვხვდებით, რამეთუ ვერ უფრთხილდება თავის "ძვირფას სათამაშოს" და შეიძლება გატეხოს კიდეც, რომელიც მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლის წასვლისთანავე დაშლას დაიწყებს.

გახარებულმა რუდი გარსიამ "ტვიტერზე" მოკლე პოსტი გამოაქვეყნა: "რაოდენ სასიამოვნოა "ნაპოლის" პროექტთან დაკავშირება და იტალიაში დაბრუნება. ახლა მოტივირებული და ამბიციით სავსე ვარ, როგორც არასდროს, რათა იტალიის ჩემპიონის ფერების მაღლა ტარება გავაგრძელო".

ფრანგი 2013-16 წლებში "რომას" ედგა სათავეში, ბოლოს კი "ალ ნასრიდამ" აპრილში რონალდოს "რჩევით" დაითხოვეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაც გეზარებოდეს ის გეძალებოდესო ....მე კვარას ბედი მაფიქრებს თორემ ნაპოლი.....
zurabi
21:56 16-06-2023
0
Laurentesi gadayveba am ambavs. Juntiloc gaeqca, osimeni garsias daujerebs? Wuwuraqi kacis saqmea es.kvara da kimi roar moeyvana Juntiloc otxeuli sanatreli eqneboda
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული