"მილანი" სამი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" სამი ფეხბურთელით გაძლიერდა. "როსონერიმ" "ჩელსიდან" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნახევარმცველი რუბენ ლოფთუს-ჩიკი დაიმატა. დამატებით 4 მილიონს "ლომბარდიელები" ბონუსების სახით გადაიხდიან.

"სან სიროზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა მეკარე მარკო სპორტიელო, რომელიც ბოლოს "ატალანტას" ღირსებას იცავდა.

"მილანის" ფორმით ვიხილავთ მომავალ სეზონში ნახევარმცველ ლუკა რომეროსაც, რომელიც "ლაციოს" წევრი იყო და "როსონერის" ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგათ აყვანას ისევ კალა წაეყვანათ
თბილისელი
13:57 27-06-2023
2
მილანი ისევ თავის სტიქიაშია!!! ბოლოს როდის გადაიხადეს ფული ნორმალურ ფეხბურთელში თუ ახსოვთ?
მურთო
15:44 28-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული