პაულო დიბალამ საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
Il Messaggero-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი "ალ ჰილალი" "რომას" შემტევ პაულო დიბალას სარფიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა არგენტინელმა უარი განაცხადა.

29 წლის ფეხბურთელს "სტადიო ოლიმპიკოზე" დარჩენა და მომავალ სეზონში კვლავ "მგლების" მაისურის ტარება უნდა.

დიბალა "ჯალოროსიში" გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან ჯამში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული