"შახტარმა" "ინტერს" ტრუბინი 35 მილიონად დაუფასა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების 21 წლის მეკარე ანატოლი ტრუბინმა "შახტართან" 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა და "ინტერში" სურს გადასვლა.

"ინტერი" ტრუბინს ხუთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეუთანხმდა, "შახტარი" კი ტრანსფერში 35 მილიონ ევროს ითხოვს. ამის თაობაზე Sport.ua იტყობინება.

მილანური კლუბი იმ ფეხბურთელში, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს და "მეშახტეებს" ფასის შემცირებას და შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან პროცენტს ჰპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმიტომაც იყიდა
Kvekeskiri
23:03 18-07-2023
0
ძალიან გამიხარდება თუ მართლაც ასე დაუფასეს ინტერს ტრუბინი... იქნებ მამარდაშვილის ტრანსფერზე გადაერთონ და გაგვაბედნიეროს ქართველი გულშემატკივრები...
ვახო...
21:42 09-07-2023
1

სიახლეები პოპულარული