"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია.
"ერთადერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს, ვიქტორ ოსიმენი შეიძინოს, ეს პსჟ-ია. თუ პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი მოისურვებს, 200-მილიონიანი წინადადებით მოგვმართოს... ჩვენ დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ოსიმენი აქ დარჩება", - ციტირებს დე ლაურენტისს Mediaset-ი.
ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 120 მილიონია.
ასეა ლავრენტიას და ოსის საქმე, მგონია მე.