
"რომამ" ნახევარმცველ სტეფან ელ შაარავის კონტრაქტი 2025 წლამდე გაუგრძელა, - ამის თაობაზე რომაული კლუბი იტყობინება.
ელ შაარავი "რომაში" 2021 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი სერია A-ს 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ელ შაარავი შეიძლებოდა "მილანში" დაბრუნებულიყო, რაც არ დადასტურდა.