ლუკაკუ "იუვენტუსში" გადადის - "ინტერის" ფანებმა ამას ღალატი უწოდეს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსის" საკუთრებაში მყოფილი ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს.

30 წლის ფეხბურთელმა ტურინელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ის 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონურად 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ახლა "ვეკია სინიორამ" დუშან ვლაჰოვიჩი უნდა გაყიდოს, რათა ბელგიელის დასამატებლად საჭირო სახსრები გამონახოს.

Corriere dello Sport წერს, რომ ლუკაკუს გადაწყვეტილება, რომ კარიერა "იუვენტუსში" გაეგრძელებინა, მისმა ყოფილი გუნდის "ინტერის" ფანებმა ღალატად შეაფასეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვლაჰოვიჩი გაუშვეს და ეს მაზილა მოიყვანეს (
dato
12:05 29-07-2023
0

სიახლეები პოპულარული