"ალ ჰილალმა" ოსიმენს ზღაპრული ხელფასი, "ნაპოლის" კი 140 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლიმ" "ალ ჰილალს" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი 130 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა. თუმცა Sky Sports-ი ირწმუნება, რომ საუდის არაბეთის კლუბი დანებებას არ აპირებს და ნიგერიელს ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 1 მილიონ ფუნტს (თითქმის 1.17 მილიონი ევრო) დაჰპირდა.

ოსიმენს, რა თქმა უნდა, ეს წინადადება მოხიბლავს, რადგან თუ 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გააგრძელა, წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ასეთი ანაზღაურება ნეაპოლურ გუნდში არასოდეს არავის ჰქონია და ეს გამონაკლისი იქნება.

"ეკიპის" მტკიცებით, დღეს "ალ ჰილალმა" ნიგერიელში "ნაპოლის" უკვე 140 მილიონი ევრო
შესთავაზა, მაგრამ იტალიური კლუბი ამ წინადადების განხილვას არც აპირებს. გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბი ხვალ ნეაპოლელებს უკვე 150 მილიონ ევროს შესთავაზებს...

როგორც იტყობინებიან, "ნაპოლი" ოსიმენს მხოლოდ 200 მილიონ ევროდ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეთი პირი უჩანს, რო 200 მილიონი მალე ქვილითაია ეღირება.
ქუთაისი
23:04 31-07-2023
1
ისეთი პირი უჩანს,დროა ჩვენმა აგენტებმა ბიჭები არაბეთში გაუშვან,მალე ტოპ ჩემპიონატი გახდება ალბათ.
Levani
10:47 01-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული