ზელინსკი "ნაპოლიდან" მიდის - ინფორმაცია მისი ცოლის პოსტითაც დასტურდება [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ პიოტრ ზელინსკი ზაფხულში სათამაშო ადგილს შეიცვლის და საუდის არაბეთს მიაშურებს, სადაც ადგილობრივი "ალ აჰლის" წევრი გახდება.

ის რუდი გარსიამ "აუგსბურგთან" ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშა. ამას გარდა, პოლონელის "მარადონადან" აბარგების ამბავზე მისი ცოლის პოსტიც მოწმობს.

ფეხბურთელის მეუღლემ სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, სადაც ის ჯეკ რასპადორის "იუვენტუსთან" გოლის შემდეგ მიწაზე წევს და დაწერა: "მე არ ვიყავი მზად გამოსამშვიდობებლად...".

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ ჩვენი იტალიელი კოლეგები "ნაპოლიში" ზელინსკის შემცვლელზე უკვე ალაპარაკდნენ. რუდი გარსიას პოლონელის ადგილას "ატალანტას" 25 წლის ნიდერლანდელი
ნახევარმცველის, ტეუნ კოოპმაინერსის მიწვევა უნდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ფულის ტომრები კვარასაც იტიდიან. და ნაპოლი დარჩება სოფლის გუნდი
იმერელი
15:25 07-08-2023
6
როგორც მარიო რუი აპირებს ჩვენ გახარებას ისე გაგვახარეთ თქვენც. როგორც მოსვლით გაგვახარეთ ისე წასვლით გაგვახარეთ რა?
სვანსკი
11:01 08-08-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული