ცნობილი გახდა, დატოვებს თუ არა ოსიმენი ზაფხულში "ნაპოლის"

AutoSharing Option
The Corriere dello Sport-ი წერს, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლის" არ დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელს საუდის არაბეთიდან მომხიბვლელი წინადადება ჰქონდა, ის მომავალ სეზონსაც სერია A-ში გაატარებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" მფლობელ აურელიო დე ლაურენტისსა და აფრიკელი თავდამსხმელი აგენტს, რობერტო კალენდას შორის მსგავსი შეთანხმება უკვე არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ასე აბურდული სიტუაცია, რაც გუნდშია, ნამდვილად არ წაადგება დადებითად ნაპოლის გამოსვლას ამ სეზონში.
გოგია
13:04 10-08-2023
7
გაყიდე სანამ ფასი აქვს შე უტვინო
Mr.Kostaia
12:32 10-08-2023
2

სიახლეები პოპულარული