სპალეტის იტალიის ნაკრები შეუძლია ჩაიბაროს, მაგრამ პრობლემა აქვს

AutoSharing Option
13 აგვისტოს იტალიის ნაკრები მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დატოვა, რომელსაც საუდის არაბეთის ეროვნული გუნდის ჩაბარება და წლიურ გასამრჯელოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მანჩინის შემცვლელის ძებნას შეუდგა და Ansa-ს ცნობით, ორი მთავარი კანდიდატი შეარჩია - ანტონიო კონტე და ლუჩანო სპალეტი. თუმცა სპალეტის ერთი პრობლემა აქვს: თუ "ნაპოლიდან" აბარგებიდან ერთი წლის განმავლობაში სხვაგან დაიწყებს მუშაობას, ნეაპოლური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამიტომ თქვა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომ ლუჩანო შემოქმედებით შვებულებაში იმყოფება.

აგრეთვე განიხილება ფაბიო კანავაროს, დანიელე დე როსის და მასიმილიანო
ალეგრის კანდიდატურები.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძაან კარგად გავიგე რა დაწერეთ, მარა მე იმის აღნიშვნა მინდა, რომ ფულის და განსაკუთრებით არაბული ფულის წინაშე ყველა კიკუვდება.
გივიას
14 აგვისტო 2023 21:33
1
,,გივია" არ მქვია კოლეგა. ნუ, კი იბრალებ, გავიგე რაც დაწერეო, მაგრამ აშკარად გიჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა.
ანუ, მე ვიგულისხმე, რომ თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს, რომ სპალეტი უნდა გახდეს ნაკრების მწვრთნელი, ლაურენტისს დიდ ცერემონიებს არ დაუწყებენ.
და ეხლა შენ ამიხსენი, რა გაიგე და რა შუაშია ჩემი კომენტარის შინაარსთან ,,არაბული ფული".
გივი
20 აგვისტო 2023 20:46
0
კაი რა თუ ძმა ხარ, რომელ ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკომ ტიპმა(მანჩინიმ) ფულის გამო იტალიის ნაკრები დატოვა და საუდის არაბეთისაში გაიქცა.დ
გივის
14 აგვისტო 2023 16:12
2
ვფიქრობ, მკითხველების უმეტესობამ გაიგო ჩემი კომენტარის შინაარსი მეგობარო.
გადაიკითხეთ კვლავ და თქვენც გაიგებთ.
გივი
14 აგვისტო 2023 17:26
0
იქნებადა კლუბში გადასვლაზე იგულისხმა დე ლაურენტისმა და არა ნაკრებში?!
ლაშა
14 აგვისტო 2023 14:29
0
თუ ეროვნული გუნდის ინტერესებს დასჭირდება, ლაურენტისი ისე გაუშვებს სიმბოლური კომპენსაციით, როგორც დაგიბარებია.
გივი
14 აგვისტო 2023 14:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული