საქმეს ისეთი პირი უჩანს, იტალიის ნაკრების მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის დანიშნავენ.
შეთანხმების მიხედვით, თუ სპალეტი "ნაპოლის" დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობას დაიწყებს, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს საკომპენსაციო თანხა უნდა გადაუხადოს. ამიტომ აიღო პაუზა, რომელიც, ალბათ, მალე შეწყდება.
ყველა იტალიური სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინასთვის სპალეტი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის ყველაზე სასურველი კანდიდატია. გრავინამ გადაწყვიტა, დე ლაურენტისს 2.8 მილიონი გადაუხადოს და ლუჩანო ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებისგან გაათავისუფლოს.
"ნაპოლიში" მუშაობის ორწლიან პერიოდში სპალეტიმ 5.6 მილიონი გამოიმუშავა, ახლა კი დე
ლაურენტისი მის წლიურ ხელფასს უკან დაიბრუნებს. ვერაფერს იტყვი, იცის დონ აურელიომ თავისი საქმე, თანაც - როგორ!
სპალეტის "სკუადრა აძურას" თავკაცად დანიშვნა, წესით, ოფიციალურად 16 აგვისტოს უნდა გამოაცხადონ.