"ნაპოლის" სუპერტრანსფერი - პირველ ოფიციალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე "პარტენოპეიმ" ესპანელი ტალანტი დაიმატა

AutoSharing Option
ცნობილმა და ძალიან სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ ჯერ კიდევ ვიგოს "სელტას" საკუთრებაში მყოფი 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

"პარტენოპეი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონს გადაიხდის, რასაც 6 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

ვეიგას, რომელსაც სამშობლოში უდიდეს ტალანტს უწოდებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, იტალიაში შემდეგ კვირაში ელიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს გასვლაზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს იტალიელები ჩვენზე უარესი ჭორიკნები ყოფილან.
გიორგი
16:26 18-08-2023
1
მართალი ხართ, ამიტომ ყველაფერს ცივი გონებით უნდა შევხედოთ და სანამ ბავშვი არ დაიბადება(ან თავი მაინც უნდა გამოუჩნდეს) სახელს ნუ ვარქმეევთ ხოლმე... ცრუ, მაგრამ სასურველი მოლოდინების ჩავარდნის გამო მერე ყველას გვიტყდება... ან კვარას ხელფასს და ბონუსებს შეხედეთ... ყველაფერი კი ფარდობითია, მაგრამ ტეხავს... იმედი არ დავკარგოთ, ბიჭებმა კი ბევრი ოფლი უნდა ღვარონ და მკაცრი რეჟიმი...
გიორგი 50
14:18 18-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული