"ნაპოლის" სუპერტრანსფერი - პირველ ოფიციალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე "პარტენოპეიმ" ესპანელი ტალანტი დაიმატა

AutoSharing Option
ცნობილმა და ძალიან სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ ჯერ კიდევ ვიგოს "სელტას" საკუთრებაში მყოფი 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

"პარტენოპეი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონს გადაიხდის, რასაც 6 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

ვეიგას, რომელსაც სამშობლოში უდიდეს ტალანტს უწოდებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, იტალიაში შემდეგ კვირაში ელიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს გასვლაზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სუპერტრანსფერი აქამდე ცოტა სხვა რამე მეგონა
ნიკა
13:19 18-08-2023
1
მიქუტაძეში კი ოცი მილიონის გადახდაც არ უნდათ გრანდებს!!!
ირაკლი
12:48 18-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული