"ნაპოლიმ" ოსიმენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" სოციალურ ქსელში ვიქტორ ოსიმენის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"იმისათვის, რათა თავი ავარიდოთ ამ თემაზე რაიმე სახის სპეკულაციას, "ნაპოლი" აზუსტებს, რომ კლუბს არასოდეს არ უნდოდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა. რათა ჩვენი მთავარი "აქტივისთვის" ზაფხულში დამოკიდებულება გამოგვეხატა, გადაჭრით უარი ვთქვით მის ტრანსფერზე მიღებულ ყველა  შეთავაზებაზე.

ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში ყოველთვის შემოქმედებითი მიდგომით იქმნება სიახლეები, რასაც არანაირი დაცინვის ან წყენის მიყენების განზრახვა არ აქვს, როგორც ეს მოხდა ოსიმენის შემთხვევაში. თუმცა, თუ ვიქტორმა ამაში
რაიმე შურაცხმყოფელი დაინახა, ეს განზრახ არ გაკეთებულა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს განცხადება მობოდიშებაა და ვინც ვერ ხვდება მისი საქმეა. ოსიმენი უფრო ცუდად მოექცა ნაპოლის გამოწერაზე უარის თქმით და ფოტოების გაუქმებით. ეს მოსაწონი იყო თუ არა ვიღაც პიროვნებამ გააკეთ ვიდეო. ოსიმენმა კი ნაპოლის კლუბზე თქვა თითქმის უარი, რაც დიდი სისულელე იყო ოსიმენის მხრიდან. არც მე მომეწონა ვიდეო და ხვიჩაზე რომ ყოფილიყო გული დამწყდებოდა ძალიან, მაგრამ ხვიჩა დასტოინათ მოიქცეოდა. ხუმრობაში ხან ვიღაც გადაამლაშებს, ეს უნდა მივიღოთ გადამლაშებად და არავითარ შემთხვევაში მტრობად. ვიქტორს ნაპოლიში მტრები არ ყავს, მას ძალიან აფასებენ.
G.LA
11:10 29-09-2023
3
რაღაც უცნაური იუმორი აქვთ იტალიელებს ან მე არ მესმის, ვიდეო თავიდან ბოლომდე იყო დამცინავი და არ არის მასში იუმორი, თორემ დარწმუნებული ვარ კარგი იუმორი აქ ოსიმენს.
semi
13:00 29-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული