"ნაპოლიმ" სოციალურ ქსელში ვიქტორ ოსიმენის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"იმისათვის, რათა თავი ავარიდოთ ამ თემაზე რაიმე სახის სპეკულაციას, "ნაპოლი" აზუსტებს, რომ კლუბს არასოდეს არ უნდოდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა. რათა ჩვენი მთავარი "აქტივისთვის" ზაფხულში დამოკიდებულება გამოგვეხატა, გადაჭრით უარი ვთქვით მის ტრანსფერზე მიღებულ ყველა შეთავაზებაზე.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში ყოველთვის შემოქმედებითი მიდგომით იქმნება სიახლეები, რასაც არანაირი დაცინვის ან წყენის მიყენების განზრახვა არ აქვს, როგორც ეს მოხდა ოსიმენის შემთხვევაში. თუმცა, თუ ვიქტორმა ამაში
რაიმე შურაცხმყოფელი დაინახა, ეს განზრახ არ გაკეთებულა".