"ეს რასისტული ქმედება იყო!" - ანრიმ ოსიმენზე გავრცელებული ვიდეო შეაფასა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ "ნაპოლის" მიერ Tik-Tok-ზე გავრცელებული ვიდეო შეაფასა.

როგორც იცით, "პარტენოპეის" სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც გაშარჟებული იყო, თუ როგორ ითხოვდა ვიქტორ ოსიმენი "ბოლონიას" წინააღმდეგ პენალტს.

ამ ვიდეომ ნიგერიელი ფორვარდის გულისწყრომა გამოიწვია, მან Instagram-ზე "ნაპოლისთან" დაკავშირებული ყველა ფოტო წაშალა და კლუბისთვის ჩივილსაც კი ფიქრობდა.

"ეს მიუღებელი და არასწორი საქციელია. პირველ ყოვლისა, შენი გუნდის ფეხბურთელს მსგავსი რამ როგორ უნდა გაუკეთო?!

რა თქმა უნდა, ეს რასისტული ქმედება იყო! ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? ამ ვიდეოს შექმნის იდეა, რომ გაუჩნდათ",
- თქვა ანრიმ CBS Sport-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შენ იყო კუ თუ იცოდე რასიზმი რა არის
გიგლა
06 ოქტომბერი 2023 11:24
1
ყველაფერს რასიზმს რატო ეძახიან. ფერად კანიანებზე და დანარჩენზე ფერის კანიანზე. არ ვრცელდება. სიტყვა რასიზმი. ვაი თქვენი დაპროგრამებული ....
ემიგრანტი
05 ოქტომბერი 2023 00:26
1
ბულგაკოვის ძაღლივით მოსდით ამათ_ადამიანად რომ გადააქცია პროფესორმა მაგრამ მალე სანანებელი გაუხდა და ისევ ძაღლობაში დააბრუნა
ზურაბ
04 ოქტომბერი 2023 22:30
3
ამ ფერად კანიანებმა ძალიან ნუ გა.... თავზე!!!!!
NAPOLI!
04 ოქტომბერი 2023 20:41
4
ეხ ბრუტუს შენცაა? არ შეიძლება ყველაფერში რასისტული ეძებო. ვიდეო მოსაწონი არ იყო, მაგრამ რასისტულობაში ტყუილად ურევს ანრი. რამე თუ არ მოეწონება ყველა ფერადკანიანი ასევე რასისტულობას იმიზეზებს, ეს კი სირცხვილია და უკვე მომაბეზრებელიც. თეთრკანიანებს არაფერში დასცინიან და რატომ არაა მაშინ რასისტული?
G.LA
04 ოქტომბერი 2023 15:27
3
გუშინდელი თავადები შენი გვარის ხალხზე რომ ღლაბუცობდნენ შენც ნერვები მოგეშლებოდა. რასიზმის პრობლემა უფრო ახლო წარსულში იყო და თუნდაც მათი კომპლექსი იყოს ეს, მაინც ბუნებრივია, რადგან ახლო წარსულში განცდილ დიდ ტკივილთან ასოცირდება. გარდა ამისა დამოკიდებულება და ზიზღი ისევ არის გარკვეულ ადამიანებში შემორჩენილი, მათ შორის მათში ვისაც მათი პროტესტი განსაკუთრებულად აღიზიანებს.
ვარლამი
04 ოქტომბერი 2023 19:54
8

სიახლეები პოპულარული