სკანდალური ფაქტი სერია A-ში - საკიმ ქალი მსაჯი არც კი შეიმჩნია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს "ლეჩე" და "სასუოლო" უნდა დაპირისპირებოდნენ, სკანდალური ფაქტი მოხდა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ლუკა საკი ქალ ასისტენტ ფრანჩესკა დი მონტეს არ მიესალმა. ასისტენტმა მთავარ მსაჯს ხელი გაუწოდა მისასალმებლად, მაგრამ საკიმ დააიგნორა მისი ჟესტი და "ლეჩეს" ფეხბურთელს ხელი ჩამოართვა.

იტალიის არბიტრთა ასოციაციამ საკის საქციელი სექსისტურად არ მიიჩნია, მაგრამ მაინც დასაჯა და ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს.

"სექსიზმის წინადადებები სრულიად გამორიცხულია. ეს უბრალოდ უნებლიე და არასწორად ინტერპრეტირებული ჟესტი იყო.

გასაკვირია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სექსიზმზე ასოციაციაში, რომელმაც
ყველა გენდერული ბარიერის განადგურება ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.

თუ ვინმეს გაინტერესებთ, აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილად არ არის ფეხბურთში, მსაჯებად ქალების ადგილი. ძალიანაც კარგი ქნა ამ კაცმა, ხელი რო არ ჩამოართვა! აბა აღშფოდით და შეშფოთდით, როგორც გჩვევიათ ლიბერასტებო.
გენდერობა არა ისა...
18:13 10-10-2023
16
რას ერჩის, რა კაი გოგოა თან ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, არაკაცი და უჯიშო ტიპია რას გავს სიფათზე.
qartveli
08:16 11-10-2023
1

სიახლეები პოპულარული