ოსიმენმა თავისი და დააჭერინა - ეს "ნაპოლის" სკანდალური ტრანსფერის გაგრძელებაა?

AutoSharing Option
areanapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი და, ესთერი სამართალდამცავ ორგანოებს დააკავებინა. ნიგერიაში ესთერის დაკავების ვიდეო მისმა მეუღლემ ოსიტა ოკოლომ "ტვიტერით" გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ესთერი ვიქტორის "ლილიდან" "ნაპოლიში" განხორციელებულ ტრანსფერში მონაწილეობდა და ფულის გამო უთანხმოება ჰქონდათ. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, დას ძმისგან 470 ათასი ევრო უნდა მიეღო.

"ვიქტორ ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლები მისი დის (ჩემი მეუღლის) დასაკავებლად გამოგზავნა - საქმის გამო, რომელიც ჩვენს შორის ჯერ კიდევ სასამართლოშია", - წერს ოსიტა ოკოლო.

ოსიმენი "ნაპოლიმ" "ლილისგან" 2020 წლის 30 ივლისს კლუბისთვის
სარეკორდო თანხად, 70 მილიონ ევროდ (პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით შეიძინა) და ეს აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახდა. ვარაუდობდნენ, რომ თანხა ხელოვნურად გაზრდილი იყო და თაღლითობას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული საკითხით რომის პროკურატურა გასულ წელს დაინტერესდა.

საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ალა ვალ ოსი სენი წირიმე
ოსიმენი
15 ოქტომბერი 2023 22:17
1
რა ჩემი საქმეა ან სხვისი კიდევ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მაგარი და-ძმობა ჰქონიათ. აგერ, სალაჰი ან სადიო ნახეთ, როგორ ეხმარებიან თავიანთ გაჭირვებულ ხალხს, სოფლები აუშენეს, სკოლები, საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები, მოსწავლეებს სკოლებში სტიპენდიებიც კი დაუნიშნეს. ესენი კი ერთმანეთს სასამართლოში ათრევენ. არა მგონია სწორი იყოს ასეთი საქციელი.
გულშემატკივარი
15 ოქტომბერი 2023 18:54
1
ნიგერიელი პავლიკ მოროზოვი,,..
გუგა
15 ოქტომბერი 2023 17:57
1
რა იყო, ასეთი რა მოხდა, რომ ფულზე ვერ შეთანხმდნენ. არ მომეწონა ეგ ამბავი
ხათუნა
15 ოქტომბერი 2023 17:19
1
ბადრის: რომელ კანონზე ლაპარაკობ. ფული ბაბაია ფული.....
Gio
15 ოქტომბერი 2023 14:37
4
კი, სპეცრაზმი გაუგზავნია და დაუჭერია. კანონმა დააკავა კანონმა!!! რა შუაშია აქ ოსიმენი.
ბადრი
15 ოქტომბერი 2023 13:46
7
ბადრი-ს! მიმიფურთხებია ისეთი კანონისთვის, რომელიც საკუთარ ოჯახს ვნებს თუნდაც ოდნავ. ისე ყველა ქვეყნის სამართლის კოდექსში წერია, რომ ყველას აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ (საწინააღმდეგოდ) .აქ კანონის არ შესრულებაზე არაა ლაპარაკი
დავით 67
15 ოქტომბერი 2023 15:36
2
ეგ ოსიმენი რო გადავთარგმნით ოსი კაცია?
საღოლ ოსებს
15 ოქტომბერი 2023 15:10
1
მიეცი ეხლა ამას პასი))
ტატო
15 ოქტომბერი 2023 10:23
3
საკუთარი პრობლემები გამოგველია ნიგერიელების საქმეში, რომ ცხვირი არ ვყოთ?
კუური
15 ოქტომბერი 2023 03:47
9
არავინ იცის ზუსტად, რა და როგორ იყო,შესაბამისად არ ღირს ნაადრევი და ნაჩქარევი კატეგორიული დასკვნების გამოტანა...
ბრაზი
15 ოქტომბერი 2023 01:26
4
რა დამამშვიდე შე ოხრე
აბუ
15 ოქტომბერი 2023 08:30
4
არაკაცი ყოფილა ჯერ მარტო იმიტომ რომ სასამართლომდე მიიყვანა საქმე, ეხლა ხომ საერთოდ. არადა სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ კაცზე. თვითონ არ იძახოდა ბევრი ფული იმიტომ მინდა რომ ჩემმა ხალხმა კარგად იცხოვროსო და აგერ სულ სხვა ამბავი გავიგეთ, საკუთარი დედმამიშვილი დააჭერინა. იგივე არ დაემართოს თუ დაუმტკიცდა, რასაც ედავებიან
დავით 67
15 ოქტომბერი 2023 00:08
19
suxumchanin! შეიძლება მართალიც ხარ. თუ სხვანაირად არის საქმე, მაგრამ მე კომენტარი გავაკეთე იმაზე, რაც წერია სტატიაში. თუმცა გამოჩდა უკვე როჟები, რომლებიც ფულის გულისთვის დას კი არა საკუთარ თავს დაიჭერენ. )დისლაიქებიდან გამომდინარე. ისე რა კარგად და ლამაზად წერს ზოგი რომ ფული მთავარი არ არის, არ შეიძლება ფულის სიყვარული. არადა რეალობა სულ სხვაა საქართველოში 100ლ გულისთვის შეიძლება არ დაგინდონ.
დავით 67
15 ოქტომბერი 2023 15:31
1
ჯერ დასკვნები ნაადრევია. თუ მისმა აგენტმა დამ რამე იმაიმუნა დაიჭერდნენ ან გადასახადის დამალვაზე ან მაქინაცუაზე. ვიქტორს ვინ შეეკითხება დასაჭერია თუ არა. სიძემ იმიტომ განაცხადა ეს რო აშკარად კიდევ ფულის გამიძალვა უნდა.
suxumchanin
15 ოქტომბერი 2023 06:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული