"ნაპოლის" მძიმე პერიოდი ელის? - ოსიმენი ჯერ, სავარაუდოდ, 4-6 კვირა იუქმებს, შემდეგ კი შესაძლოა, 1 თვე კვლავ გამოტოვოს

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ნიგერიისა და საუდის არაბეთის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში დაშავდა, რის გამოც 4-6 კვირა მოუწევს უქმობა.

ამის გამო ის თავის გუნდს საუკეთესო შემთხვევაში ნოემბრის ბოლოს დაეხმარება და მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მოუწევს, თუმცა "პარტენოპეისთვის" ეს კიდევ არაფერია.

2024 წლის 13 იანვარს კოტ'დივუარში აფრიკის თასის გათამაშება დაიწყება, სადაც ოსიმენის ნიგერიის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას და შეჯიბრება 11 თებერვლამდე გასტანს. აქედან გამომდინარე, აფრიკელი "ნაპოლიმ" კიდევ 1 თვით შესაძლოა მოისაკლისოს. Arenanpoli წერს, რომ ამ ფაქტით ძალიან უკმაყოფილოა "პარტენოპეის" პრეზი
დენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელსაც აფრიკის თასის მისამართით უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვფიქრობ ხასიათი არ უვარგა. პატივმოყვარე და ზედმეტად ამბიციურია. სულ თვითონ უნდა ბურთი და თან პასებიც მაგას უნდა გაუკეთო
გენო
01:33 18-10-2023
3
შეიძლება უკეთესიც იყოს გუნდისთვის.
და კვარასთვისაც.

ბევრად გახსნილად და თავისუფლად თამაშობს კვარა, როცა ამისი ეგოსგან და ბურთი მომესგან არ ისტრესება
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული