დე ლაურენტისი: "კვარა" ჯუნტოლიმ კი არა, ჩემმა შვილმა აღმოაჩინა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის ბაზაზე პრესკონფერენცია ჩაატარა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ახლა მწვრთნელის შეცვლა მტკივნეული იქნებოდა. ბევრი სპეციალისტი არაა, რომლებიც გუნდს 4-3-3 სქემითა და მაღლა აწეული დაცვით ათამაშებს. თუ რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ამჟამად გუნდთან უფრო ახლოს ვარ, რათა მეტი სიმშვიდე შევძინო. გასულ წელს სერია A 16-ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ და ვინ თქვა, რომ იგივე უნდა გავიმეოროთ, თანაც სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით? "ნაპოლი" უკვე 15 წელია ევროტურნირებზე მონაწილეობს.

ჯუნტოლი ექვსი თვე სავარძელში წამოწოლილი
სულ მეკითხებოდა, გავუშვებდი თუ არა "იუვენტუსში". მე კი ვპასუხობდი: "ეს რა საკითხავია, უცბად "იუვენტუსის" გულშემატკივარი გახდი?". ჩვენ "იუვეს" მუდამ ნომერ პირველ სპორტულ მტრად ვთვლიდით... ეს უკვე სულ სხვა "ფილმია".

"კვარას" ტრანსფერი? ეს მისი დამსახურება არაა, ის პირველმა ჩემმა შვილმა ედოარდომ ნახა და მის შესახებ ჯუნტოლის უთხრა. ბევრი კარგი ტრანსფერი განახორციელა და ბევრი შეცდომაც დაუშვა, ისევე, როგორც ცხოვრებაში: შესანიშნავი პროფესიონალია, რომელიც ჩემდა გასაკვირად, "იუვეში" წავიდა.

ოსიმენთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გვაქვს გაფორმებული, დრო კიდევ არის. არ დაგავიწყდეთ, კულიბალი სულ ბოლო მომენტში გავყიდე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
დასკვნა: 1. სულაც არ აქვს წელს დაგეგმილი სკუდეტოს მოგება; 2. წელს მიზანი არის ევროტურნირებზე მონაწილობისთვის საჭირო პოზიციაზე გასვლა; 3. რადგან აქცენტი მეტად გადატანილია ევროტურნირებზე, შესაბამისად გარსიას მოსთხოვს იმაზე მეტი მიღწევას ვიდრე შარშან; და 4. ოსიმენს უეჭველი გაყიდის და ხელშეკრულებას აღარ გაუხანგრძლივებს, თან სიმეონემაც უნდა ივარგოს.
კოტე
10:32 20-10-2023
1
საქმოსანი ლავრენტა!
მწვრთნელი
12:09 20-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული