დე ლაურენტისი რომში ტუდორს შეხვდა

AutoSharing Option
ოფიციალურად "ნაპოლის" ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია საფრანგეთში გაემგზავრა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი რომში მის შესაძლო მემკვიდრეს, იგორ ტუდორს შეხვდა.

SKY Sport-ის ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია ხორვატი სპეციალისტის აგენტს. ის მათ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მხარეებმა კონტრაქტის გაფორმების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

45 წლის ტუდორი ბოლოს "მარსელს" ედგა სათავეში, რომელიც ამა წლის 1-ელ ივნისს დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი ვერაფრითაც ვერ ჯობს ტუდორი გარსიას და ეს ყველამ იცის და ყველაზე მეტად ლაურენტესმა, უბრალოდ ისეთ კანდიდატებს განიხილავს რომლებიც უსიტყვოთ შეასრულებენ მის ყველა მოთხოვნას და შეუსრულებენ იმ მთავარ მიზანს რა მიზანიც აქვს უპირველესად მას, ესაა ფულის შოვნა, იმიტომ რომ სულით ხორცამდე ბიზნესმენია, და ყველაფერს მაგ ჭრილით აფასებს პირველ რიგში და სარგებლის მიღებით(მატერიალური) , დანარჩენი მეორე, მესამე და ა.შ. ხარისხოვანია , ეს
გ.შ. მოცლილი
14 ნოემბერი 2023 11:39
2
დე ლაურენტისი რო შეაცვალონ აჯობებს მგონი. რით ვერ იპოვა ნორმალური მწვრთნელი, მაგრამ ფულის მიცემა არ უნდა და. რასაც იხდის ისეთები კი ყავს
ნაპოლი
14 ნოემბერი 2023 09:30
3
დევდარიანის გორის დილამ გადაახია ბურთი თავზე ტუდორის გაწვრთნილ ჰაიდუკს, კი მაშინ ახალბედა მწვრთნელი იყო მაგრამ იმის მერე არსად არაფერი მიღწევა არ ქონია
სხვა
14 ნოემბერი 2023 08:11
0
სანიოლს არ აწყენდა მეორე სამსახური, რა თქმა უნდა შეთავსებით))
მოსამსახურე
13 ნოემბერი 2023 23:26
2
და ტუდორი რითი სჯობს გარსიას? ნამდვილად არ ვიცი მისი სამწვრთნელო კარიერის შესახებ…
ერთი
13 ნოემბერი 2023 22:41
1
მიკირტუმ დე გასპარიჩს უფრო იაფი უჯდება.
რატი
13 ნოემბერი 2023 23:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული