სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ნაპოლისა" და "ემპოლის" (0:1) მარცხის შემდეგ გავლენიანმა იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ilmattino-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი უკვე სამშობლოში გაემგზავრა.
!["ემპოლისთან" მარცხის შემდეგ რუდი გარსია საფრანგეთში გაემგზავრა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/adbee3d788f38b2950553fdd5aaf28e2.png)
ფაბრიციო რომანოს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს იგორ ტუდორთან აწარმოებს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, "პარტენოპეის" სათავეში ვალტერ მაცარი ჩაუდგება, რომელიც გუნდს 2009/2013 წლებში წვრთნიდა.
ფაბრიციო რომანო: რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია - სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
"კვარას ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია... ასეთ ცუდ კითხვას არ ველოდი" - რა თქვა გარსიამ "სალერნიტანასთან" მატჩის წინ