რომანო: ვალტერ მაცარი "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი იქნება.

მხარეებმა კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმეს.

მაცარი ბოლოს 2021-2022 წლებში "კალიარის" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი "ნაპოლის" (2009-2013), "ინტერისა" (2013-2014) და "უოტფორდის" (2016-2017) თავკაცი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან საინტერესოა,რა ჩაუწერეს,კონტრაქტის მოთხოვნებში.თუ 6 თვეში ჩემპიონი ვერ გახადე,კაპიკს ვერ მიიღებო?! ცხადია,ამ სეზონზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული და მაცარიმ მართლაც თუ სასიკეთოდ დაატყო ხელი,მაშინ შესაძლოა კონტრაქტი გაუგრძელონ.შეეცდებიან სამომავალსეზონო გუნდი შეკრან,მაგრამ საჩემპიონოდ,აღარ მჯერა,უახლოეს მომავალში ნაპოლი გაქაჩონ.შარშანაც ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს,ნაპოლის სასარგებლოდ,მთლიანობაში კი,ნაპოლი გრანდი არ არის,რომელსაც ყოველწლიურად შეუძლია საჩემპიონო ამბიციები ჰქონდეს და გუნდს ვარსკვლავებით აძლიერებდეს.გრანდს,გაცილებით უფრო ძლიერი ორგანიზაცია,კვალიფიციური კოლექტივი და დიდი ფინანსები სჭირდება,ვიდრე ეს ნაპოლის აქვს.რა თქმა უნდა ხვიჩას გამო,ნაპოლის გულშემატკივარიც ვარ,წარმატებებსაც ვუსურვებ,მაგრამ რეალობა ეს არის და ყოველ ჯერზე,საკუთარ თავს ვერ გადაახტები.
სოსო
17:06 14-11-2023
1
გარსიაზე იაფი "მწვრთნელი" იშოვა იმ წუწურაქმა DD
zura222
16:54 14-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული