"6 თვე მომეცი და "ნაპოლის" სკუდეტოს მოვაგებინებ" - მაცარისა და დე ლაურენტისს შორის საუბარი შედგა

AutoSharing Option
გავლენიანი იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლი" რამდენიმე საათში რუდი გარსიას გათავისუფლებას ოფიციალურად დაადასტურებს.

"პარტენოპეი" ფრანგი სპეცილისტის შემცვლელად 3 კანდიდატურას განიხილავს. "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს იგორ ტუდორთან, ვალტერ მაცარისთან და ფაბიო კანავაროსთან აწარმოებს.

Canale 21-ის ცნობით, მაცარი დე ლაურენტისს შეჰპირდა, რომ თუ არჩევანს მასზე მეორედაც გააკეთებს, "პარტენოპეის" ჩემპიონობას მოუტანს, სანაცვლოდ კი მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს ითხოვს; თუ გუნდს სკუდეტოს მოაგებინებს ან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანს, 1-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, მაცარი "ნაპოლის" 2009/13 წლებში წვრთნიდა.

altფაბრიციო რომანო: რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია -

სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 23 /
დიდი ფულის გარეშე შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს,რაც მოხდა კიდეც,მაგრამ თუ ძუნწმა ლოურენტისმა ჯიბეზე არ გაიკრა ხელი,არაფერი უშველის გუნდს.
Sake
23:24 14-11-2023
1
მე ჩემპიონთა ლიგას მოვაგებინებ მომავალ წელს და ჩემპიონს გავხდი ნაპოლის თუ სეზონის ბოლომდე ხელფას გადამიხდის ლავრენტა.
G.LA
01:26 14-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული