უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელი მაცარი გახდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელად ოფიციალურად ვალტერ მაცარი დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს.

62 წლის მაცარიმ რუდი გარსია შეცვალა და მას კონტრაქტი ზაფხულამდე გაუფორმეს.

მაცარი ნეაპოლურ გუნდს 2009-13 წლებში ედგა სათავეში. ბოლოს "კალიარიში" მუშაობდა, საიდანაც წელიწად-ნახევრის წინ დაითხოვეს.

იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდოდა გუნდი იგორ ტუდორისთვის ჩაებარებინა, მაგრამ ხორვატმა სპეციალისტმა ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

მაცარის სეზონური გასამრჯელო დაახლოებით 1 მილიონი ევრო იქნება და კონტრაქტი გახანგრძლივებას არ ითვალისწინებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ფაქტი ერთია, აურელიოსთან მუშაობა ნორმალურ მწვრთნელებს არ უნდათ და ....! პირველად ვამბობ რომ კვარა ნაპოლის უნდა ჩაეხსანას, ნორმალური გუნდის წევრი უნდა გახდეს!!!
NAPOLI!
21:19 14-11-2023
5
კიდე მოუწევს 30 წელი ლოდინი ნეაპოლელებს ჩემპიონობის საზეიმოდ ))
ზურიკო
22:51 14-11-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული