სკუდეტოს მოგება დაუსჯელობის გარანტიას არ გაძლევთ - "ნაპოლის" ფანებმა ფეხბურთელებს ბანერი გამოუფინეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშით, თვლიან, რომ "ინტერს" ვეღარ დაეწევიან და ჩემპიონის ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ წარუმატებლობაში დამნაშავე მხოლოდ ყოფილი მწვრთნელი რუდი გარსია კი არა, არამედ ფეხბურთელებიც არიან.

ღამით ფანებმა "დიეგო მარადონას" სტადიონთან ბანერი გამოფინეს, რომლის გზავნილი ნათელია: "მწვრთნელმა პასუხი აგო, მაგრამ დაე, ეს ყველა ფეხბურთელისთვის გასაგები გახდეს. სკუდეტოს მოგება დაუსჯელობის გარანტიას არ გაძლევთ".

12 ტურის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და ახალი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით, 25 ნოემბერს სტუმრად "ატალანტას" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რა უაზრო კომენტარები წერია. ვერაფერი ვერ გავიგე. სად ერეკლეო და სად ....
აი ასეთი კომენტარებია
სპორტის გულშემატკივარი
24 ნოემბერი 2023 14:02
0
პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ ეგ როგორაა იტალიურად?..რაში და როგორ გამოიხატება იქნებ წესიერად აგვიხსნას ვინმემ
ბუჯანგა
22 ნოემბერი 2023 23:44
0
,,ჩვენგან ისწავლეს ალბათ''... თავზე გვა...მენ და თან დაგვცინიან ჩვენ ხმას არ ვიღებთ...! სამაგიეროდ წინაპრები გვყავდა ...!
რუსთავი
22 ნოემბერი 2023 19:25
3
პოსტტოტალიტარული ქვეყნის შვილები ვართ . ხშირად გაგიგონიათ ფრაზა ალბათ უფროსი თაობისგან - შეხედე რამდენს ბედავს ეს ლაწირაკი . არადა ლაწირაკმა უნდა გაბედოს და სასიკეთოდ შეცვალოს . აბა ხნიერებს კ... ეპარებათ . ესაა გასხვავება აზიას და ევროპას შორის !
კონსერვატორი
22 ნოემბერი 2023 20:21
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული