"ნაპოლი" იტალიის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" სენსაციურად, 0:4 დამარცხდა. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე - მასპინძლებმა ორჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, გოლი არ ჩაუთვალეს, შემადგენლობის როტაციამაც იმოქმედა, სტუმრებმა კი შანსები სრულად გამოიყენეს. ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი თასზე ბოლოს ნეაპოლურმა გუნდმა 65 წლის წინ "ლაციოსთან" განიცადა. "ფროზინონეს" გულშემატკივრები გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა. ისინი გუნდს ზარ-ზეიმით დახვდნენ, ხოლო "ნაპოლიში" განსხვავებული განწყობაა.
მარცხით შეშფოთებული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დღეს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს და მწვრთნელ
ვალტერ მაცარის შეხვდა. ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო იტყობინება, რომ საუბარი გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას შეეხო და დე ლაურენტისმა მაცარისგან ჩემპიონატზე თუნდაც მეოთხე ადგილზე გასვლის გარანტია მოითხოვა.
თავის მხრივ, მაცარიმ მას იანვარში შემადგენლობის გაძლიერება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და შეიძლება გუნდი სამმცველიანი ტაქტიკით ათამაშოს. დილით ანგისამ და ზელინსკიმ საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს, ოლივეირა სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა, ხოლო ელმასი თერაპიის კურსს გადის.
"ნაპოლის" 23 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში, "რომასთან" მძიმე გასვლა ელის და დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს.
ჩემი აზრით დე ლაურენტისი სწორად იქცევა როცა ფულს არ ხარჯავს.
ნაპოლისთვის, როგორც პროექტისთვის.
რაც არ უნდა შუაზე გაიხეს ნაპოლი, იტალიაში ფანობით, პოპულარობით, შედეგებით, ქვეყნის გარეთ ინტერესით და ა.შ. იმ სამ გუნდს და პლიუს რომა-ლაციოს ვერ აჯობებს.
ანუ, ლავრენტამ დღეს რო ჩადოს 80-100 მილიონი და ვერ გაამართლოს შეიძლება გაკოტრდნენ და პარმაზე და ლაციოზე უარესი დაემართოთ ისე კი გაკოტრდა ნაპოლი 2000-ბის დასაწყისში. მე შენ გეტყვი და იტალიაში ტრანსილაციებითაა დიდი მოგება და ინვესტორები აწყდებიან, სწორია ის კაცი რო არ ხარჯავს. საჩემპიონო ტემპს ვერ დაიჭერს და 10 წლის მერე ნაპოლი სერია Cში რო არ იყოს და საფლავს არ აგინებდნენ ლაურენტისის საგვარეულოს, იმიტომაც ჟმოტავს.
თუ გაუვარდა კიდე ერთი თუ არადა მეტის პრეტენზია არცააქ ამ ეტაპზე ერთი ათი წელი ეყოფა კიდე შარშანდელი ტრიუმფის ინერცია გასაპრავებლად.
აჰა კიდე ერთი დილეტანტური აზრით ჩემგან
გაისროლა ფიორემ წლების წინ ფულები და რა არ გაამართლა და კინაღამ გაბანკროტდა კლუბი. არადა არც ფლორენციაა ნაპოლიზე ღარიბი და უფანო ქალაქი მარა იტალიაა რა ფული არააქვთ საკმარისი მფლობელებს (იუვე-ინტერის გარდა ესენიც სერია აში ბობოლობენ) ინგლისის ტოპებს რეალი ბარსა პსჟ ბაიერნს ეჭიდაონ ფინანსებით და მიტომ აგებენ ფინალს ფინალზე ევროტურნირებზე იქამდეც რა წვალებ ჯახირებით და "ავტობუსებით" აღწევენ კი გეცოდინებათ კარგათ.
ფორცა ნაპოლი!
დიდება საქართველოს!
მიყვარხართ, ქართველებო!
ძირს რუსეთის უდამპლესი იმპერია!