შეშფოთებულმა დე ლაურენტისმა მაცარის გარანტია მოსთხოვა - ცნობილი გახდა შეხვედრის დეტალები

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" სენსაციურად, 0:4 დამარცხდა. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე - მასპინძლებმა ორჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, გოლი არ ჩაუთვალეს, შემადგენლობის როტაციამაც იმოქმედა, სტუმრებმა კი შანსები სრულად გამოიყენეს. ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი თასზე ბოლოს ნეაპოლურმა გუნდმა 65 წლის წინ "ლაციოსთან" განიცადა. "ფროზინონეს" გულშემატკივრები გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა. ისინი გუნდს ზარ-ზეიმით დახვდნენ, ხოლო "ნაპოლიში" განსხვავებული განწყობაა.

მარცხით შეშფოთებული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დღეს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს და მწვრთნელ
ვალტერ მაცარის შეხვდა. ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო იტყობინება, რომ საუბარი გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას შეეხო და დე ლაურენტისმა მაცარისგან ჩემპიონატზე თუნდაც მეოთხე ადგილზე გასვლის გარანტია მოითხოვა.

თავის მხრივ, მაცარიმ მას იანვარში შემადგენლობის გაძლიერება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და შეიძლება გუნდი სამმცველიანი ტაქტიკით ათამაშოს. დილით ანგისამ და ზელინსკიმ საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს, ოლივეირა სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა, ხოლო ელმასი თერაპიის კურსს გადის.

"ნაპოლის" 23 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში, "რომასთან" მძიმე გასვლა ელის და დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რატომ გიკვირთ ტოტალიზატორს რომ ვახსენებთ, თამაშები რომ იყიდება რომელმა არ იცით მითუმეტეს იტალიაში, რომელმა არ იცით საქართველოში თამაშების უმეტესობა რომ იყიდება ან რამდენი კაცი და ფეხბურთელია დაჭერილი ამის გამო, რომელმა არ იცით, საინტერესო ის არის როდემდე უნდა იყაროთ თვალებში ნაცარი...როდემდე, თუ დღეს გაიგეთ მაფიოზების ხელში რომაა ფეხბურთი მითუმეტეს საქართველოში...ხოდა სანამ ნაცარს იყრით თვალებში (ადრე ისენი გვაყრიდნენ ახლა ჩვენ თვითონ ვიყრით) ნუღარ გაქვთ პრეტენზია ნაკრების და ქართული ფეხბურთის წარმატებაზე...
Data
21 დეკემბერი 2023 07:12
3
თუ კი იცი და დარწმუნებული ხარ,მაშინ სათოფეზე არ უნდა გაეკარო ფეხბურთს,არც ტელევიზორში უყურო და არც აქ შემოდიოდე.არასოდეს ვთამაშობ ტოტალიზატორში და ამიტომ,ფეხბურთის ყურებით,სიამოვნებას ვიღებ.ფეხბურთში,თვითონ ფეხბურთი მიყვარს და იმიტომ.თუნდაც გაყიდული იყოს თამაში,იქ ყოველთვის ვიღაცა,რაღაცას,თვალისათვის სასიამოვნო სანახავს გააკეთებს და სწორედ იქიდან ვიღებ სიამოვნებას.სანამ მესი ჰყავდათ,ბარსელონას გულშემატკივარი ვიყავი,მაგრამ ამის გამო,რეალის ბრწყინვალე ფეხბურთელები არ მომწონებოდა?!ეს ხომ სისულელეა.გვერდზე გადადეთ,მერკანტილური ინტერესები და ნამდვილი ფეხბურთის გემოს,უკეთესად გაიგებთ.
სოსო
21 დეკემბერი 2023 13:29
0
სურათზე მაცარი ისე შეჰყურებს კლუბის პრეზიდენტს,როგრც ჩვენი საამაყო "ჩარტეროვიჩი" ბატონ ბიძინას. ნეტა ყური ხომ არ აუწია?
Walter White
21 დეკემბერი 2023 02:07
28
Gio Mazzaria ubralod dzveli potoa
L.J .
21 დეკემბერი 2023 18:04
0
მიშაევიჩ, ფოტოზე მაცარი არ არის და დაუბრუნდი ისევ პრესა.გე-ს.
gio58
21 დეკემბერი 2023 10:52
1
მოკლედ ხვიჩამ, რაც შეიძლება მალე უნდა მოხიოს აქედან:) ან სენცასიასაც რს ეძახიან სერია ას წარმომადგენელმა გუნდმა გაგდო თასიდან, თავიდანვე უნდა ეთამაშათ კვარა და ოსიმენს, სად აქვს ნაპოლს მაგის ფუფუნება, რო შემადგენლობა გადახალისოს, სერია ას შუაში მყოფ გუნდთან
გოგა
21 დეკემბერი 2023 00:21
2
რა იდეინ "სიბრძნეებს" არ წააწყდები სოციალურ ქსელში. --->
ჩემი აზრით დე ლაურენტისი სწორად იქცევა როცა ფულს არ ხარჯავს.
ნაპოლისთვის, როგორც პროექტისთვის.
რაც არ უნდა შუაზე გაიხეს ნაპოლი, იტალიაში ფანობით, პოპულარობით, შედეგებით, ქვეყნის გარეთ ინტერესით და ა.შ. იმ სამ გუნდს და პლიუს რომა-ლაციოს ვერ აჯობებს.
ანუ, ლავრენტამ დღეს რო ჩადოს 80-100 მილიონი და ვერ გაამართლოს შეიძლება გაკოტრდნენ და პარმაზე და ლაციოზე უარესი დაემართოთ ისე კი გაკოტრდა ნაპოლი 2000-ბის დასაწყისში. მე შენ გეტყვი და იტალიაში ტრანსილაციებითაა დიდი მოგება და ინვესტორები აწყდებიან, სწორია ის კაცი რო არ ხარჯავს. საჩემპიონო ტემპს ვერ დაიჭერს და 10 წლის მერე ნაპოლი სერია Cში რო არ იყოს და საფლავს არ აგინებდნენ ლაურენტისის საგვარეულოს, იმიტომაც ჟმოტავს.
თუ გაუვარდა კიდე ერთი თუ არადა მეტის პრეტენზია არცააქ ამ ეტაპზე ერთი ათი წელი ეყოფა კიდე შარშანდელი ტრიუმფის ინერცია გასაპრავებლად.
აჰა კიდე ერთი დილეტანტური აზრით ჩემგან
გაისროლა ფიორემ წლების წინ ფულები და რა არ გაამართლა და კინაღამ გაბანკროტდა კლუბი. არადა არც ფლორენციაა ნაპოლიზე ღარიბი და უფანო ქალაქი მარა იტალიაა რა ფული არააქვთ საკმარისი მფლობელებს (იუვე-ინტერის გარდა ესენიც სერია აში ბობოლობენ) ინგლისის ტოპებს რეალი ბარსა პსჟ ბაიერნს ეჭიდაონ ფინანსებით და მიტომ აგებენ ფინალს ფინალზე ევროტურნირებზე იქამდეც რა წვალებ ჯახირებით და "ავტობუსებით" აღწევენ კი გეცოდინებათ კარგათ.
Ghotic Mood
20 დეკემბერი 2023 23:48
1
ფულის ხარჯვა რომ არ უნდა და გამარჯვებულად ყოფნა თუ უნდოდა უნდა გაეყიდა ნაპოლი ამერიკელები მილიარს რომ აძლევდნენ ! უბრალოდ პატივმოყვარე დებილია და ეგონა კვარა და ოსიმენი კიდევ გაათრევდნენ ნაპოლის ჩემპიონად კიმის გარეშე და დებილი და იაფფასიანი მწვრთნელებით
zura222
21 დეკემბერი 2023 12:30
0
არა მგონია მაგისთვის ყოფილიყო შეხვედრა.აბა მე რამდენი მერგება და შენ რამდენი დაგრჩებაო.ესაა ზუსტი ანალიზი
ზუზუ
20 დეკემბერი 2023 22:27
3
როგორ ვერ ხვდება მაზარი, იმას, რომ ხვიჩა და ოსიმენი უკან არ უნდა იხევდონ და ცენტრალურ ხაზთან უნდა ტრიალებდონ. მითხარით, რომელი გუნდი გაბედავს, რომ მათ სამი მცველი არ დაუტოვონ საყარაულოდ? ეს სამი მცველი ხომ მოაკლდება მოწინააღმდეგის შემტევთა რიცხვს? ახლა რა გამოდის მოწინააღმდეგე 10 კაცით უტევს და ყველა მოგერიებულ ბურთს ისინი ეუფლებიან. გამოვტყდეთ და ვთქვათ, რომ ხვიჩა, როგორც მცველი ნოლია. მაგის ართმეული ბურთი მე არ მინახავს და ტყუილად იღლება წინ და უკან სირბილში, მერე კი წინაც ვეღარაფერს აკეთებს. ანუ ნაპოლის წარუმატებლობა მწვრთნელემის სინდისზე უფროა, ვიდრე ფეხბურთელების. მერე ლავრენტიზე რომ ამბობთ წუწურაქიაო, ეს კაცი მძიმე ინდუსტრიის მაგნატი კი არაა და ბანკების ქსელი კი არ აქვს, კინორეჟისორია და იქ იშოვა ფული და არც ტონობით უშოვია. ანუ ის არაა აბრამოვიჩი და არაბი შეიხი.
ჟორა გაბრიჭიძე
20 დეკემბერი 2023 22:07
11
ჟორიკ, ხვიჩას ართმეული ბურთი სად უნდა გენახა, თვალები კეფაზე გაქვს. )))) და მიკირტუმ დე გასპარიჩს იმდენი ტვინი უნდა ჰქონოდა, რომ დაცვის მთავარი წევრი ერთ სეზონში არ გაეყიდა. ბიზნესი ხომ მოგებას ითხოვს, ამდენი კი უნდა ესმოდეს თუნდაც ვაჭარ კინორეჟისორს. ) მაგრამ ყარაულის თოფივით ერთი გაგივარდა: კვარაცხელია-ოსიმენის დუოს დაცვაში სარბენად არ უნდა ჰქონდეს საქმე.
გივი
21 დეკემბერი 2023 03:23
2
სად ნაპოლი სად ფეხბურთი სად რუსეთი.ვიღაცის კომპიუტერმა აურია.
kako
20 დეკემბერი 2023 21:50
14
წინ ხვიჩა!
ფორცა ნაპოლი!
დიდება საქართველოს!
მიყვარხართ, ქართველებო!
ძირს რუსეთის უდამპლესი იმპერია!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
20 დეკემბერი 2023 20:10
15
ეუჰჰ
იპოლიტე
20 დეკემბერი 2023 21:55
8
აფსუს ავლიპ?!
ადამიანი
20 დეკემბერი 2023 21:24
10
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული