"პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი" - იტალიური მედია

AutoSharing Option
აშკარაა, "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლისთან" მოგებულ მატჩში (2:0) თავისი გუნდი ვიზავიზე, ვალტერ მაცარიზე უკეთ მოამზადა და პირადი დუელი მოუგო. პროვოკაციების დიდოსტატმა პორტუგალიელმა შეგირდები სათანადოდ დამოძღვრა, რამაც შედეგი გამოიღო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, რომ არა პოლიტანო პანღურის გამო გაძევება, შეხვედრა დიდი ალბათობით ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა ზალევსკიმ მოახერხა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს "ნაპოლის" არამდგრად ნერვულ ატმოსფეროს.

ilmattino აღნიშნავს, რომ რომაელი მცველების უპირველესი სანადირო ობიექტი კვარაცხელია იყო, რადგან შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი გახდეს, ამიტომ მოურინიომ მეურვეებად კრისტენსენი და კრისტანტე
მიუჩინა და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზღვევაზე ლორენტე ან მანჩინი ეხმარებოდნენ, რომლებმაც ნამდვილ გალიაში გამოამწყვდიეს:

Sportall.Ge


"შედეგი: ბევრი უხეშობა და ძალიან ცოტა ფეხბურთი. მსაჯმა კოლომბომ ნეაპოლელები არ დაიცვა, რამეთუ მიუხედავად ყვითელი ბარათების დაუყოვნებლივ ჩვენებისა, "კვარასთან" ხისტად თამაშისათვის წითელი ბარათის გამოყენებაც მართებდა. ქართველი გალიაში აღმოჩნდა გამომწყვდეული, რათა მუდმივად შიშის ქვეშ დაზაფრული ყოფილიყო. კოლომბომ კი მასთან მცველების სასტიკი მოქმედება არ აღკვეთა. თავის მხრივ მოურინიო გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადების ოსტატია, გონიერია და გუნდი მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს. არბიტრი ცდილობდა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაეშვა, თუმცა საკვანძო ეპიზოდები მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ჯერ პოლიტანო, ხოლო შემდეგ ოსიმენი გააძევა".

ჟურნალისტ კარლო ალვინოს აზრით, კოლომბომ სიმხდალე გამოიჩინა, ვინაიდან არ ეყო გამბედაობა კვარაცხელიასთან უხეშობისათვის კრისტანტესთვის ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე წუთში ის წითელი ბარათით დაესაჯა, პოლიტანოს გაძევება სასაცილოა და მოურინიომ მიზანს მიაღწია.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მხრის ტრავმა ნატანმა მიიღო, ლობოტკას კი ნეკნები აქვს დაზიანებული. დღეს მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა 29 დეკემბერს "მონცასთან" თამაშს, რომელსაც დისკალიფიცირებული პოლიტანო და ოსიმენი გამოტოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ეს ფეხბურთი არ იყო,მოურინიო მწვრთნელი კი არა ყასბების დირექტორია.
იტალიის გარეთ მადრიდის რეალის ან რომელიმე ან რომელიმე სხვა გუნდის წინააღმდეგ ასე არავინ ათამაშებს!
აჩი
27 დეკემბერი 2023 19:27
1
ხვიჩაზე არის ნადირობა გამართული, რუსეთში რომ იყო, რომ წააქცევსნენ, ტიროდაო და ახლა უკვე დაშინებულია, ისე უხეშობენ მის მიმართ. ცდილობს, რომ თავი დაიცვას. საერთოდ, ასეთ სიტუაციაში თამაშის სურვილიც კი ეკარგება ადამიანს. რა იყო, ამას ფეხბურთი ერქვა, რასაც რომა აკეთებდა ?
ხვიჩას ბუნებიდან გამომდინარე, ის უნდა გადავიდეს უფრო აკადემიურ ლიგაში, იტალია თავის კორუფციით, უხეში თამაშით, მიკერძოებული მსაჯობით და შიზოიდი ჰომოსექსუალი მოურინიოებით, რომელიც გასაგდები და დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო, კვარას ბუნებისთვის შესაბამისი არ არის
ხათუნა
26 დეკემბერი 2023 13:50
0
როგორც კი ქართველებში ნიჭიერი გამოგვერევა,მივცვივდებით და სვავებივით დავკორტნით,ზოგიერთ ბოღმა-შურიან ხელმოცარულს შევახსენებდი
სვანსკი
26 დეკემბერი 2023 10:51
2
სხვას ხვდება შემთხვევით , უნებურად. ხვიჩას კი ურტყამენ მიზანმიმართულად, შეგნებულად, მწყობრიდან გამოსაყვანად , სათამაშო ეპიზოდი ხშირად დასრულებულია, მას მერეც აყენებენ დარტყმას! ამას თუ ვერ ხედავთ, ნუღარ უყურებთ !
ალექს
25 დეკემბერი 2023 22:34
1
ფაქტია რომ ნაპოლი მოშლილია, გუნდი დანევროზებულია და ამის შედეგია ეს წითელი ბარათები. ერთის მხრივ აქედან მოდის ხვიჩას სუსტი თამაში. მეორე მხრივ თვითონაც აშკარად მოუკლო და გადატვირთვა ჭირდება.
რაც შეეხება უხეშობას, კი ზედმეტად აფორმებს და გამაღიზიანებლად იქცევა რაღაც მომენტებში. არ შეშვენის ასეთი საქციელი. თორე მოურიონიო რომ უნამუსო პროვაკოტორია და ანტი ფეხბურთის მამაა დიდი ხანია ცნობილია.
gogi
25 დეკემბერი 2023 22:03
3
კარგით, დავიჯერეთ ხვიჩა მაგარია სპეციალურად მასზე ნადირობენ და თუ არ მოჩეხეს ისე ვერ უმკლავდებიან, მაგრამ რა ვუყოთ რომ ხისტი,ჯარიმის ზღვარზე თამაში,თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და კვარას გულისთვის არავინ შეცვლის, არც მასთან ყოველ შეხებაზე გააწითლებენ მოწინააღმდეგეს, მინდორზე კოტრიალით და თეატრალური რიტუალით ვერაფერს გახლდები-სხვა რაღაც უნდა მოიფიქროს და დახვეწოს,თორემ სადაც არ უნდა წავიდეს ფიანდაზებს არავინ დაუგებს და ხან ფეხში მოხვდება და ხანაც ცხვირში ისე როგორც სხვებს. ის თამაში კი რასაც ის თამაშობს ყველამ უკვე ზედმიწეერით იცის,განსაკუთრებით შედარებით მაღალი დონის გუნდებმა და მათთან შანსი არ აქვს, რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო თამაშებში-ინტერი,იუე,რეალი,რომა... კიდევ... აბა გაიხსენეთ პირველი გოლი ვის დაკარგულ ბურთს მოყვა-ხვიჩასი, დაახლოებით პირველი 30 წუთი ხვიჩას არავინ მიკარებია, რადგანაც საერთოდ ჩაკარგული იყო,ხოლო მას შემდეგ რაც სახეში შემთხვევით მოხვდა და გააფორმა მხოლოდ მერე დაეძაბა.....აქ ერთი ალიაქოთი რომ არის რომას უხეშობაზე ნახეთ რამდენი ყვითელი მიიღო ნაპოლიმ
leqso
25 დეკემბერი 2023 15:49
26
გისურვებ, ყველა ის დარტყმა მიგეღოს, რაც ხვიჩამ მიიღო და მერე ვნახავ, თუ როგორ ,,თეატრალურად" იკოტრიალებ, ბოღმიანო ხელმოცარულო. ფეხბურთი და ბრძოლა წესების გარეშე განსხვავდება და თუ მოწინააღმდეგეებს ეს ბოლო ურჩევნიათ, მეზობელი ესპანეთიდან ილია თოფურია გადმოვა და სპორტის ამ სახეობას სრულიად წარმოუჩენს!
გივი
25 დეკემბერი 2023 19:02
4
ნანახის აღქმა გაქ დაკარგული და ფეხბურთს ნუ უყურებ, მსგავსი არაობიექტურობა დასაძრახია
suxumchanin
25 დეკემბერი 2023 16:44
3
ხვიჩასნაირად ისიმულიანტა დელ პიერომ და ტოტიმ 2-0 რომ მოგვიგეს,ჩვენ ნამდვილ გულშემატკივარს ფეხბურთი გვინდა და არა მოედანზე გორაობა და წითელი ბარათები ვისიც არ უნდა იყოს
გიო
25 დეკემბერი 2023 13:30
42
პროვოკატორობაზე მეტია ეს.საფეხბურთო დანაშაულია.სამუდამო თუ არა,სეზონის ბოლომდე უნდა მისცე დისკვალიფიკაცია,განსაკუთრებულად უნდა დასაჯო ეს ვაი "განსაკუთრებული"!
ვაჰმე
25 დეკემბერი 2023 12:38
3
მსაჯმა დავუშვათ ვერ დაინახა, მარა ვარი არიან მათხოვრები და ნა...ბი, რატომ არ უთხრეს მსაჯს კვირას წაქცეულზე რომ განგებ დააბიჯეს წვივზე? ხვდებით რამხელა ტკივი მიაყენეს და რამხელა დაზიანებას გადაურჩა? ვარმა ამ თამაშში ჩაი..ვა, პირდაპირ საწითლე იყო და საერთოდ არც კი უთხრეს მსაჯს! უხ მაგათი....! რაა!
ქორ-პარიკმახერი
25 დეკემბერი 2023 12:11
3
როგორც ამ ფოტოზეა მაურინიო, ისე უყურეს ზოგიერთმა ქართველებმა რომა ნაპოლის დაპირისპირებას,ვინც გაიძახის ხვიჩა ტყუილად გორაობსო
დავით 67
25 დეკემბერი 2023 10:03
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული