"ნაპოლის" პრობლემები გაღრმავდება - რამდენი ხანი ვერ დაეხმარებიან გუნდს ოსიმენი და ანგისა?

AutoSharing Option
29 დეკემბერს "ნაპოლი" "მონცას" დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს. ოსიმენი, კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით, ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავს.

ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო "ნაპოლის" იანვარში გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ნაკრებები როგორ იასპარეზებენ. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მიმო მალფიტანო ირწმუნება, რომ ვიქტორი ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

თუ "მონცასთან" მარიო რუიმ და იენს კაიუსტემ ყვითელი ბარათები მიიღეს, დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებენ. შეგახსენებთ, ელიფ ელმასი "ლაიფციგში"
გადავიდა, პიოტრ ზელინსკი კი "ინტერში" აპირებს გადაბარგებას. ერთი სიტყვით, "ნაპოლის" სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაინც ვერ ვაბრალებ ყველაფერს ჯუღელს. როდესაც პირველადი კონტრაქტი დაიდო, მაშინ არავინ არაფერი იცოდა ხვიჩაზე, ოღონდ და მიეღოთ სადმე კარგ ევროპულ გუნდში, ყველაფერზე წავიდოდა აგენტი. გაფორმდა ჩვეულებრივი კონტრაქტი არაუშავს ფეხბურთელზე. ასეთ ფურორს არც არავინ ელოდა. ეხლა კი დაუხვევია მაგ შობელძაღლ ლაურენტისს: კონტრაქტი აქვს და არსადაც არ წავაო. 2026-ც მალე მოვა, არ უნდა გააგრძელოს და უფასოდ წავიდეს მერე. მთავარია არ დაგვიმტვრიონ ამ იტალიაში.
დიდი პატივისცემით ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ხვიჩა, შვილო, გაიხარე და გაახარე საქართველო!!!
alexandre
29 დეკემბერი 2023 11:52
0
რუბინშიც და ნაპოლიშიც,ჯუღელმა მაქსიმალურად ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის მომატების შესაძლებლობაზე არ უზრუნია.ახლა სხვანაირად ლაპარაკობს,მაგრამ აქედან ჩანს,რომ არც იქ,და არც ნაპოლიში,მას ხვიჩას დიდი იმედი არ ჰქონდა და ცდილობდა,მისი დასაქმება,მაქსიმალური ხანგრძლივობით უზრუნველეყო.აგენტს,მოლაპარაკების ხელოვნებას და კავშირებთან ერთად,ტალანტის შეცნობა,შეფასების ნიჭიც სჭირდება.ჯუღელს,ყველა ეს კომპონენტი,საკმაოდ დაბალ დონეზე განვითარებული აღმოაჩნდა.
სოსო
29 დეკემბერი 2023 20:40
0
კვარა გამძლეობას გისურვებ!!!!დაუნახავი ლაურენტისი, იტალიელი ჟურნალისტები,ნეპოლელი გულშემატკივრები,ქართველი ჰეითერები!!! ყველაზე მეტს მაინც შენ მოგთხოვენ, ხვიჩამ უნდა აკეთოს თურმე თერთმეტი კაცის გასაკეთებელი,უნამუსოებიი!!!!!
!!
28 დეკემბერი 2023 23:27
6
რატომ, ვართ ჰეითერები? გულდაწყვეტილები სიმართლეს რომ ვამბობთ? იმას, რომ შარშანდელი კვარას აჩრდილია დღევანდელი ხვიჩა? "მოყვარეს პირში უმძრახე" არ გაგიგია?
ჯუანშერი
29 დეკემბერი 2023 10:00
4
ხედავთ რა ტეხნიკურად დაისვენებს? თან ხელფასსაც მიიღებს, გაზრდილს და გაორმაგებულს.
ხვიჩამ კი, ირბინე ხვიჩააა! იკუნტრუშე ბიჭოოო! ხვიჩა აქეთ! ხვიჩა იქით! იმუშავეთ ვირებოო, ჭამეთ ბრიგადირებოოო!
ხალხი კიდე; ბეეეე! ბეეეე! ნათლუხს და ვარანცოვს მიხედოთ ნაპოლიზე გაფანატებას არ ჯობია?
კ ო მ ბ ლ ე
28 დეკემბერი 2023 20:43
16
წამლების მიღება არ დაგავიწყდეს.
გივი
29 დეკემბერი 2023 00:28
2
ოსიმენმა როგორც კი ტრავმა მოიშუშა, ეგრევე თავი გაიგდო, მერე ნიგერიაში დააწვა დაბადების დღეზე და მინიმუმ იანვარს გააცდენს, თან ზაფხულში ყიდიან... და ასეთ მოთამაშეს რომ რეკორდულ ხელფასს უნიშნავს წუწურაქობის ეტალონად აღიარებული ლაურენტისი, არავის აეჭვებს?!.. მალე ვნახავთ მაგასაც გისოსებში აცუნცრუკებულს...
დდდ
28 დეკემბერი 2023 20:43
4
ყველაფერი სწორად აღწერე მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩა, რაც შენს კითხვაზე პასუხს წარმოადგენს - ა გ ე ნ ტ ი - ესაა მთავარი განსხვავება ოსიმენსა და ხვიჩას შორის! ანუ რობერტო კალენდასა და ივანე ჯუღელს შორის ისეთი სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის
დდდ-ს
29 დეკემბერი 2023 01:55
2
მაგრამ ათოხლა ოსიმენმა ლაურენტისს
ვანჩოპე
28 დეკემბერი 2023 23:39
2
ძალიან ჩვეულებრივი თემაა-ნაპოლი არ ყოფილა, არ არის და ვერ იქნება გრანდი...წინა სეზონი გასროლა იყო, რაც 20-30 წელში ერთხელ ხდება....მაგალითად ლესტერი ინგლისში..ხვიჩა სასწრაფოდ, თუ შენ აგენტს ოდნავ მაინც რამის ალღო აქვს, წადი აქედან, თუნდაც გერმანიის კარგ გუნდში (ბაიერი, დორტმუნდი....), სადაც სწრაფად იზრდებიან, ან ინგლისის ნორმალურ გუნდში
zaz197
28 დეკემბერი 2023 20:06
6
ლაურენტისი: იძირება გუნდი მარაა, ყველაფერი რიგზეა....
მალხაზ ჯობავა
28 დეკემბერი 2023 19:57
2
ოსიმენმა და პოლიტანომ გუნდი დააღალატეს და იტალიური პრესა ყველაფერს მაინც კვარას აბრალებს!!განტევების ვაცად ყავთ ქცეული!!!
გიორგი
28 დეკემბერი 2023 19:50
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული