29 დეკემბერს "ნაპოლი" "მონცას" დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს. ოსიმენი, კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით, ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავს.
ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო "ნაპოლის" იანვარში გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ნაკრებები როგორ იასპარეზებენ. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მიმო მალფიტანო ირწმუნება, რომ ვიქტორი ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.
თუ "მონცასთან" მარიო რუიმ და იენს კაიუსტემ ყვითელი ბარათები მიიღეს, დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებენ. შეგახსენებთ, ელიფ ელმასი "ლაიფციგში"
გადავიდა, პიოტრ ზელინსკი კი "ინტერში" აპირებს გადაბარგებას. ერთი სიტყვით, "ნაპოლის" სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნება.
დიდი პატივისცემით ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ხვიჩა, შვილო, გაიხარე და გაახარე საქართველო!!!