"ნაპოლის" პრობლემები გაღრმავდება - რამდენი ხანი ვერ დაეხმარებიან გუნდს ოსიმენი და ანგისა?

AutoSharing Option
29 დეკემბერს "ნაპოლი" "მონცას" დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს. ოსიმენი, კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით, ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავს.

ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო "ნაპოლის" იანვარში გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ნაკრებები როგორ იასპარეზებენ. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მიმო მალფიტანო ირწმუნება, რომ ვიქტორი ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

თუ "მონცასთან" მარიო რუიმ და იენს კაიუსტემ ყვითელი ბარათები მიიღეს, დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებენ. შეგახსენებთ, ელიფ ელმასი "ლაიფციგში"
გადავიდა, პიოტრ ზელინსკი კი "ინტერში" აპირებს გადაბარგებას. ერთი სიტყვით, "ნაპოლის" სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარა გამძლეობას გისურვებ!!!!დაუნახავი ლაურენტისი, იტალიელი ჟურნალისტები,ნეპოლელი გულშემატკივრები,ქართველი ჰეითერები!!! ყველაზე მეტს მაინც შენ მოგთხოვენ, ხვიჩამ უნდა აკეთოს თურმე თერთმეტი კაცის გასაკეთებელი,უნამუსოებიი!!!!!
6
ოსიმენმა და პოლიტანომ გუნდი დააღალატეს და იტალიური პრესა ყველაფერს მაინც კვარას აბრალებს!!განტევების ვაცად ყავთ ქცეული!!!
გიორგი
19:50 28-12-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული