"ნაპოლი" ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, გოლი არ გაუტანია, ცხრა გაუშვა, სერია A-ში მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა და ღრმა კრიზისში იმყოფება.

areanapoli იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა - დღეიდან ფეხბურთელები პოცუოლის სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოემზადებიან, რის შემდეგაც სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრებიან.

გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლი" "უდინეზესგან" 21 წლის სერბ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს 20+5 მილიონ ევროდ შეიძენს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8-2
მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 30 /
ოც-ოცი როზგი მაგათ, დილა-საღამოს. მიბრძანებია!)))))))))))
ირაკლი პაპა
09:50 09-01-2024
0
გუნდი ყაზარმულზე გადაიყვანეს ეხლა იარაღი დაურიგონ და ბარემ საომრად გაუშვან სადმე. ოო შულერო ლავრენტ მაგას გიჯობს ჯიბეზე ხელი გაიკრა მწვრთნელს წესიერი ფეხბურთელები მოუყვანო და ხვიჩას "მაროჟნის" ფულზე რო არბენიებ და ოსიმენს 10 ლიმონს რო აძლევ ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები გამოასწორე და არ დაგჭირდება გუნდის ყაზარმულზე და კარანტინზე გადაყვანა ბებერო ძაღლო.
Cleopatra's Lover
00:17 09-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული