"ფროზინონე" "ბაიერნიდან" იჯარით აყვანილი 18 წლის ნახევარმცველის, არიიონ იბრაჰიმოვიჩის გამოსყიდვას აპირებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
იტალიური კლუბი უახლოეს რამდენიმე კვირაში ოფციის გააქტიურებას გეგმავს, რაც 3.5 მილიონი ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ამის შემდეგ "ბაიერნს" მისი 11 მილიონად დაბრუნება შეეძლება.
ამას გარდა, ზაფხულში იბრაჰიმოვიჩის შეძენას "აინტრახტი", "მილანი" და "სპორტინგი" შეეცდებიან.
არიიონის სატრანსფერო ფასი 4 მილიონია, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.