"ნაპოლი" ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს ნახევარდაცვის გაძლიერებას

AutoSharing Option
"ნაპოლი" ელიფ ელმასმა დატოვა, პიოტრ ზილენსკიც წასვლას აპირებს, ამიტომ მათი შემცვლელების დამატებას ცდილობს.

"ფიორენტინამ" ჩეხეთის ნაკრების 29 წლის შემტევის ანტონინ ბარაკის 500 ათას ევროდ იჯარით დათმობაზე და ზაფხულში 6 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა, თუმცა ნეაპოლური კლუბი დანებებას არ აპირებს და მალე ფლორენციელებს ახალი წინადადებით მიმართავს. გასულ წელს "ვერონასგან" 9.2 მილიონად შეძენილმა ჩეხმა ამ სეზონში 13 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ახალი არაფერი ისმის ლაზარ სამარჯიჩის (უდინეზე) თაობაზე, რომლის შესახებ იტყობინებოდნენ, რომ მალე გაუფორმებდნენ კონტრაქტს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "ნაპოლი" ახლოსაა
23 წლის ჰამედ ტრაორეს (ბორნმუთი) იჯარით აყვანასთან, რომლის ივნისში 25 მილიონად შეძენა შეეძლებათ. ინგლისის პრემიერლიგაში ტრაორემ ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ამდენად ცოტა გაუგებარია, რატომ ცდილობენ კოტ-დ'ივუარელის დამატებას. ის "ემპოლის" აღზრდილია, იტალიაში აგრეთვე "სასუოლოში" თამაშობდა.

ერთი სიტყვით, ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში ჯერ მხოლოდ "სალერნიტანასგან" 28 წლის მცველი პასკუალე მაცოკი გადაიბირა, რომელიც "ტორინოსთან" სადებიუტო მატჩში შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში გააძევეს.

alt"კვარას" და ოსიმენს ამას ვეტყვი; რაც შეეხება დე ლაურენტისს..." - რა თქვა მაცარიმ "სალერნიტანასთან" მატჩის წინ

alt"უმჯობესი იქნება, თუ "ნაპოლი" ორივეს გაყიდის" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

altპიოტრ ზელინსკი "ნაპოლის" დაემშვიდობება - პოლონელმა ახალ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია

altხვიჩას ჯერ მათთან შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია... - "ნაპოლი" საშინელი სტატისტიკის შეცვლას ეცდება

მკითხველის კომენტარები / 9 /
სადაც ბორნმუთს მიადექით იქვე ვოტფორდი და ჩაკვეტაძეა, თან კვარაცხელიასთან შეთამაშებულია და ნაკლებიც ღირს ტრაორეზე
გოგა
13 იანვარი 2024 16:39
0
ჩიფსი-რედბული-ფლეისთეიშენა ტიპია
Levani
13 იანვარი 2024 14:19
0
ტყულა არამბობენ კარგი გუნდის ნახევარი სპორტული მენეჯერიაოა ჯუნტოლოს გაშვებამ დაანგრია კლუბი
beqa
13 იანვარი 2024 12:55
0
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ისეა ნაპოლის ამბავი
pablo
13 იანვარი 2024 11:45
0
Eh juntoli sadaa tu ara ra hamed traore da mazoki!!!
L.J .
13 იანვარი 2024 11:28
1
ჭკვიანი კაცი,მანდ აღარ მივა,თუ დე ლაურენტისმა,დიდი ფული არ შესთავაზა.თაღლითობა,საბოლოო ჯამში,დასჯადია და დე ლაურენტისს,ახლა სწორედ ეგ ფაზა უდგება.
სოსო
13 იანვარი 2024 08:51
0
ელმასის მაგივრად ჩაკვე იყიდონ. ზუსტად იგივე პროფილის უნივერსალი მოთამაშეავდა თან უფრო ნიჭიერი.
K
13 იანვარი 2024 08:39
0
ეს ტიპი (ფოტოზე) რისი მომგებია?
ქ. გ.
13 იანვარი 2024 06:20
0
საერთოდ არ უნდა გესმოდეს ფეხბურთი, ასეთი ტიპები რომ დაიმატო.
ქ. გ.
13 იანვარი 2024 06:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული