"ნაპოლი" ორი შემტევის დამატებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი "ვერონადან" "ნაპოლიში" გადავა.

მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება. პლუს 2 მილიონი "ვერონამ" შეიძლება ბონუსების სახით მიიღოს.

ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა "ბორნმუთის" ნახევარმცველმა ჰამედ ტრაორემ და "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრმაც მიხვდება დაცვა და საყრდენი პოზიციების კატასტროფულ თამაშს ესენი კიდე შემტევს ეძებენ უცნაურია
giorgi
17 იანვარი 2024 13:05
0
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას გოლებს სხვებიც გაიტანენ:)
ირაკლი
17 იანვარი 2024 11:55
0
რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოიყვანენ, დღეისათვის დუნიაზე საუკვეთესო ფეხბურთელს-ჟიქიას და სანიოლის აზრით კონკურენციას მაინც ვერ გაუწევენ და მაინც სკამი უნდა ხეხონ......ისე არ დაგავიწყდეთ სწორემ ამ გასავარდ ვერონას გაუტანა წელს კვარამ ორი გოლი...თორემ, ძლიერი კლუბებისთვის პრინციპულ მატჩში რომლისთვის გაუტანიაააა......შემახსენეთ.....
რაო! რაოო!!!
17 იანვარი 2024 11:49
12
ამ გასავარდნ ზონიდან მყოფ გუნდებში რატომ ეძებენ ფეხბურთელებს? ერთმა გვანახა უკვე. (3წუთში წითელი ბარათი). მოკლედ ჯუნტოლი ყოფილა ვინც ყოფილა. ხვიჩა, კიმი მისი დამსახურებაა
დავით 67
17 იანვარი 2024 07:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული