![](https://sportall.ge/pictures/image5/ed72d9864e96cb3f7dc0e98eb2ac29c5.jpg)
პასკუალე მაცოკისა და ჰამედ ტრაორეს შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში მესამე ტრანსფერი განახორციელა - "ვერონას" 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი დაიმატა.
"ნაპოლი" ტრანსფერში საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ნგონჟი კი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ნგონჟი ბელგიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ის "ნაპოლის" საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერთასზე შეუერთდება.
ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.