იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ინტერმა“ „ლაციოს“ 3:0 მოუგო.
სერია A-ს ლიდერმა მეტოქე აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რომაულ გუნდს იან ზომერის კარში ბურთი არ დაურტყამს.
22 იანვარს ფინალში „ინტერი“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.
ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“
ინტერი - ლაციო 3:0
გოლები: 1:0 ტიურამი (17), 2:0 ჩალჰანოღლუ (50, პენ), 3:0 ფრატეზი (87)
ხვიჩა შეცვალეს - "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]