დამატებითი სანქციები რასიზმის ფაქტებზე - საფრანგეთის მთავრობა მენიოს ამბავმა ახალ სადამსჯელო ღონისძიებებზე დააფიქრა

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ღონისძიებას განიხილავს.

დამატებით სანქციებზე მთავრობაში მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც იტალიის სერია A-ს გასულ ტურში "უდინეზესა" და "მილანის" მატჩში ინციდენტი მოხდა.

როგორც იცით, "როსონერის" მეკარე მაიკ მენიოს "უდინეზეს" ფანები რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც ფრანგმა თამაშზე უარი განაცხადა და მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა.

საფრანგეთის გარემოს დამცველთა პარტიიის დეპუტატმა საბრინა სებაიჰიმ წამოაყენა კანონპროექტი, რომელიც რასისტული შეურაცხყოფის შემთხვევაში სატელევიზიო გადაცემის შეწყვეტას ითვალისწინებს. 

ამგვარმა ინიციატივამ მაუწყებელთა აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც მას ზედმეტად რადიკალური და პრობლემის არსისაგან
სრულიად განსხვავებული მიდგომა უწოდეს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველა ადამიანი თანასწორია უფლის წინაშე. უფალს ყველა თანაბრად უყვარს. ღირსეულად ვიცხოვროთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ. ყველას გთხოვთ ნუ ვიქნებით ბოროტები. ადამიანებო მიყვარხართ.
ადამიანი
16:47 25-01-2024
0
ეხ ევროპა,ევროპა.... თავისი ემიგრანტების პრობლემებით... რა სჯობია რუსი რომ შემოგძახებს- "ჩერნოჟოპი" ანდა სომხებს"ხაჩ ნოსატი".
Walter White
01:25 25-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული