არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი "ნაპოლიში" გადადის - ის ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩავა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უჩვეულოდ აქტიურობს - ელიფ ელმასის "ლაიფციგში" გაყიდვისა და ალესიო ძერბინის "მონცაში" განათხოვრების შემდეგ ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე) ვერ შეიძინა; სამაგიეროდ, პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა), ჰამედ ტრაორე (ბორნმუთი) და სირილ ნგონჟი (ვერონა) დაიმატა და მალე კიდევ ორ ტრანსფერს განახორციელებს.

ნეაპოლური კლუბი "ასტონ ვილასა" და ბელგიის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველ ლეანდერ დენდონკერს (სიმაღლე 188 სმ) იჯარით აიყვანს და ზაფხულში მისი 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

Sportall.Ge

ამას გარდა, "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი "უდინეზესგან" არგენტინის ეროვნული გუნდის 23 წლის მცველს, ნეუენ
პერესს (სიმაღლე 186 სმ) 18 მილიონ ევროდ (პლუს 2 მილიონი ბონუსები) იყიდის, 4.5+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებს და მისი სეზონური ანაზღაურება დაახლოებით 1.6 მილიონი იქნება. სატრანსფერო თანხის 50%-ს მადრიდის "ატლეტიკო" მიიღებს.

პერესი ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან, სელესტა ფერნანდესთან ერთად ჩავა და როგორც იტალიური მედია ვარაუდობს, მთელ ქალაქს მოხიბლავს. თუმცა, მთავარია, ნეუენმა მოხიბლოს თამაშით ტიფოზები.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მეგობარ და არა ცოლი, ეჰ როდის ვისწავლით ქართველები ჭკუას.
ttt
27 იანვარი 2024 13:58
1
კაი გოგოა, მარა ცოტა დასამატებელია.
ვულკანიზატორი
26 იანვარი 2024 17:05
1
ამ ახალგაზრდების გემოვნების ვერ გავიგე,რაა ამ ტუჩდაბერილ აწყობილ თოჯინაში საინტერესო ვერ გამიგია და მომკალი,ისე ყველას მისი გემოვნება აქვს.
რომა
26 იანვარი 2024 16:05
1
სხვათაშორის მათ უშნო გარეგნობას ესეთი, სულელური კუპალნიკებიც აუშნოვებს. 21-მეერთე საუკუნის "ვითომ თანამედროვე ქალები", სინამდვილეში "სუფთა გასაბერი თოჯინები" არიან.
???
26 იანვარი 2024 15:41
1
მოთხოვნა რაცაა ის არის მიწოდებაც,კაცების უმეტესობას ესეთი ქალები მოსწონს,ამიტომაა მთელ მსოფლიოში ეს ტენდენცია,ესეთი ქალები კაცებმა შემოიყვანეს მოდაში,მთელ მსოფლიოში ბუნებრივი სილამაზის დეფიციტია!!!
გაგა
26 იანვარი 2024 15:01
0
რა სასაცილოებია ტუჩდაბერილი ქალები.
Status quo
26 იანვარი 2024 12:05
2
რატომ გონიათ გოგონებს რომ "იხვის" გამოხედვა უხდებათ!!
NAPOLI!
26 იანვარი 2024 14:24
1
იხვნისკარტა .
მაგრად ემსგავსებიან ამ ავსტრალიელ ძუძუმწოვარს
ბს
26 იანვარი 2024 14:09
2
ყველა გამოხმაურება
მცველს ყიდულობენ და ხვიჩაზე მეტი ხელფასი უნდა დაუნიშნონ, რაღაც საოცრებაა, თუმცა 1 მილიონად ვინ გადმოვა ნორმალური, თან აგენტი თუ ყავს წესიერი ხო მითუმეტეს.
ხვიჩას რო ყავდეს მენდეში ან რაიოლას სააგენტო აგენტად მაგარი იქნებოდა
მეგრელი
26 იანვარი 2024 11:59
1
სახეზე პირსახოცს ჩამოვაფარებდი ამ ქალს. დანარჩენი მე ვიცი, მიდი მოდი
@#$#@
26 იანვარი 2024 11:42
6
ბიჭო. ბიჭოოოო... რა გაუკუღმართებულია ყველაფერი, მათ შორის სილამაზის აღქმაც!
pablo
26 იანვარი 2024 09:54
1
სტანდარტული ინსტა-ნაშაა, სავსეა თბილისი ასეთებით!
ირაკლი
26 იანვარი 2024 09:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული