არაა გამორიცხული, "ნაპოლი" კაპიტანმა დატოვოს და თანაც, სად შეიძლება გადავიდეს...

AutoSharing Option
"ნაპოლის" 30 წლის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ზაფხულში შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს, - იტყობინება Football Italia.

გამოცემის მტკიცებით, "მილანი" დი ლორენცოს გადაბირებას შეეცდება და ტრანსფერი უფრო აქტუალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგება, რომელსაც მისი თამაში მოსწონს.

დი ლორენცო ნეაპოლურმა კლუბმა "ემპოლისგან" 2019 წელს 8 მილიონად შეიძინა. მისი სატრანსფერო ფასი 22 მილიონია, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კი 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთელის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ ახლახან განაცხადა, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს,
თავის კლიენტსაც აკრიტიკებენ, ზაფხულში სეზონს შეაჯამებენ და დასკვნებს გამოიტანენ.

Telelombardia via Calciomercato დი ლორენცოს მიერ გუნდის გამოცვლას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულებით 2028 წლის ივნისის ბოლომდეა დაკავშირებული და მისი სეზონური ანაზღაურება 3 მილიონი ევროა.

თუმცა spazionapoli ჯოვანის გაყიდვას არ გამორიცხავს, რადგან რაც უნდა იყოს, მაინც უკვე ვეტერანია და "ნაპოლი", სავარაუდოდ, 25-30 მილიონად შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე ნაპოლის ძალიან სუსტი დაცვის ხაზი ყავს, მიკვირს ძალიან იტალიური კლუბია თან... დი ლორენცოს კიდევ არაუშავს, მაგრამ რაჰმანი,ოსტიგორი, მარიო რუი...ნუ რა ვიცი ამათი პოზიციური შეცდომები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს...
Givi
10:11 07-02-2024
1
ატადა რაჰმანი, მარიო რუი და დი ლორენცო ყველაზე სუსტი წერტილია ნაპოლისთვის… მაგრად მიკვირს საერთოდ დილორენცოს ნაკრებში რომ ათამაშებენ! ასევე არ მომწონს ლობოტკა და ანგისა, რომელთაგანაც ნაპოლი ასევე დროულად უნდა განთავისუფლდეს…
ალექსი
06:49 07-02-2024
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული